წალკოტი

სოფელი აფხაზეთში, საქართველოში

წალკოტი[1][2] (აფხ. Лаԥсҭарха[3] [ლაფსთარხა]; ყოფილი ბარონოვო — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ხეივნის თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე ლაფსთის ნაპირას. ზღვის დონიდან 80 მ, გაგრიდან 35 კმ, განთიადიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 5 კმ.

სოფელი
წალკოტი
აფხ. Лаԥсҭарха
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი ხეივანი
კოორდინატები 43°24′42″ ჩ. გ. 40°03′16″ ა. გ. / 43.4116694° ჩ. გ. 40.0547194° ა. გ. / 43.4116694; 40.0547194
ადრეული სახელები ბარანოვო
მოსახლეობა 724 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
წალკოტი — საქართველო
წალკოტი
წალკოტი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
წალკოტი
წალკოტი — გაგრის მუნიციპალიტეტი
წალკოტი

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ვ. კვარჭიას ცნობით, XIX საუკუნეში აქ იყო სოფელი ლაფსთაარხა. XIX საუკუნის ბოლოს აქ შეიქმნა სოფელი ბარანოვო. 1930 წელს შედიოდა პილენკოვოს თემში. 1948 წელს ქართული სახელი წალკოტი ეწოდა.[5] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ლაფსთარხა (Лапсҭарха) დაარქვეს.

დემოგრაფია

რედაქტირება

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 724 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 724 -- --

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 289.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 127.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 210.
  3. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 32, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023