ხაშუფსე
ხაშუფსე[1][2] (აფხ. Ҳашыԥсы[3] [ჰაშჷფსჷ]; ჰაშიფსე) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე ხაშუფსის ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: ვაკე, იმერხევი). ზღვის დონიდან 80 მ, გაგრიდან 20 კმ, განთიადიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 5 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირება1935 წელს გაგრის რაიონის პილენკოვოს ს/საბჭოდან სოფლების ხოშუფსე, კოვალევსკოე შუა და ცერკოვნი კოვალევსკოე გამოყოფით შეიქმნა ხოშუფსეს ს/საბჭო ცენტრით სოფ. ხოშუფსეში.
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 217 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 217 | -- | -- |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 445.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 135.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 223.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002