ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ვაკე[2][3] (აფხ. Арасаӡха[4] [არასაძხა]; 1948 წლამდე — კოვალევსკოე) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ხაშუფსის თემი).
სოფელი | |
---|---|
ვაკე აფხ. Арасаӡха | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხაშუფსე |
კოორდინატები | 43°24′31″ ჩ. გ. 40°06′47″ ა. გ. / 43.40861° ჩ. გ. 40.11306° ა. გ. |
ადრეული სახელები | კოვალევსკოე |
ცენტრის სიმაღლე | 420±1 მეტრი |
მოსახლეობა | 221[1] კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე ხაშუფსის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 320 მ-ზე, გაგრიდან 23 კმ-ის დაშორებით.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირებავ. კვარჭიას ცნობით, XIX ს. მეორე ნახევარში ამ ადგილას იყო სოფელი არასაძიხ (აფხ. „თხილის წყაროს“ ნიშნავს). XIX ს. მეორე ნახევარში აქ შეიქმნა სოფელი კოვალევსკოე. 1948 წლის 3 სექტემბერს მას ქართული სახელი „ვაკე“ ეწოდა.[5] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს არასაძხა (Арасаӡха).
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 221 ადამიანი, ძირითადად სომხები.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 221 | -- | -- |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 138.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 41.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 65.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 33, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023