ჭვიბერაზაუ
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყ
ჭვიბერაზაუ — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ნენსკრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3264 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი. აკავშირებს მდინარეების ნენსკრისა (ზემო სვანეთი) და ბაქსანის აუზებს (ყაბარდო-ბალყარეთი).
ჭვიბერაზაუ | |
---|---|
კოორდინატები: 43°15′17″ ჩ. გ. 42°25′18″ ა. გ. / 43.254833° ჩ. გ. 42.421833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3264 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
აკავშირებს | ნენსკრისა და ბაქსანის აუზებს |
ამგებელი ქანები | პალეოზოური გრანიტოიდი |
ლანდშაფტი | ალპური და გლაციალურ-ნივალური |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 393.