ჭაშლეთი
ჭაშლეთი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (დღნორისის თემი), მდინარე რიონის ხეობაში. მდებარეობს ისტორიული მხარეების — იმერეთისა და ლეჩხუმის საზღვარზე, ქალაქ წყალტუბოდან 67 კმ, ზღვის დონიდან 640 მ.
სოფელი | |
---|---|
ჭაშლეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
თემი | დღნორისა |
კოორდინატები | 42°26′49″ ჩ. გ. 42°47′47″ ა. გ. / 42.44694° ჩ. გ. 42.79639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 640 მ |
მოსახლეობა | 76[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 76 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 120 | 54 | 66 |
2014[1] | 76 | 42 | 34 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელში დგას მცირე ზომის დარბაზული ტიპის მაცხოვრის ეკლესია. შემორჩენილია აბსიდის ქვაზე გამოკვეთილი წმინდანთა რელიეფური გამოსახულებები. ძეგლი ქვაზე კვეთილი ხატების უნიკალურ შემთხვევად არის მიჩნეული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 387.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II