მთავარი მენიუს გახსნა

დღნორისასოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლეხიდრისთავი, საჩხეური, ჭაშლეთი). მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, წყალტუბოდან 65 კილომეტრი. სოფლის ტერიტორიაზეა თავშავას ტბა.

სოფელი
დღნორისა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თემი დღნორისა
კოორდინატები 42°28′07″ ჩ. გ. 42°49′06″ ა. გ. / 42.46861° ჩ. გ. 42.81833° ა. გ. / 42.46861; 42.81833
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 800
მოსახლეობა 321[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
დღნორისა — საქართველო
დღნორისა
დღნორისა — იმერეთის მხარე
დღნორისა

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 321 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 570 273 297
2014[1]   321 154 167

ისტორიარედაქტირება

დღნორისა წყაროებში XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან იხსენიება. სოფელსა და მის მიდამოებში აღმოჩენილია სპილენძის ზოდები, ბრინჯაოს თოხები, კოლხური მონეტები, შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხის ნანგრევები.

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

ლიტერატურარედაქტირება