მამისონის უღელტეხილი
(გადამისამართდა გვერდიდან ჭანჭახის უღელტეხილი)
მამისონის უღელტეხილი (რუს. Мамисонский перевал) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების არდონისა (თერგის მარცხენა შენაკადი) და ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2819 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია. მამისონის უღელტეხილზე გადის ოსეთის სამხედრო გზა.
მამისონის უღელტეხილი | |
---|---|
![]() მამისონის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 42°42′22″ ჩ. გ. 43°47′35″ ა. გ. / 42.70611° ჩ. გ. 43.79306° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2819 მ |
ქედი | რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | პალეოზოური გრანიტოიდები |
ლანდშაფტი | სუბალპური და ალპური |
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 397.