რეზო ჭანიშვილი

ქართველო ქორეოგრაფი
(გადამისამართდა გვერდიდან ჭანიშვილი, რეზო)

ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი (დ. 21 ივნისი, 1937, ქობულეთი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

რეზო ჭანიშვილი

რეზო ჭანიშვილი
დაბადების სახელი ლუაზ ჭანიშვილი
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1937 (1937-06-21) (87 წლის)
ქობულეთი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტი
საქმიანობა მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე
დამსაქმებელი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
ორგანიზაცია საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი
მეუღლე(ები) მედეა (დუდი) გვაზავა
მშობლები მამა: რუბენ ჭანიშვილი
დედა: ნატალია გორდელაძე
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი,[1] ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე 2011 წლიდან. ანსამბლ „მერანის“ დამფუძნებელი.[2] კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და საქართველოში ქორეოლოგიის, როგორც ახალი სამეცნიერო დისციპლინის ერთ-ერთი შემქმნელი.[3]

საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980), ღირსების მედლის (1996), ღირსების ორდენის (1997),[4] „საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენისა“ (2013) და „რაინდის ორდენის“ კავალერი,[5][6], ქართული კულტურის ამაგდარი (2010), მსოფლიო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი. ქუთაისის, ბათუმის,[7][8] ოზურგეთის,[9] ლანჩხუთის,[10] ფოთისა[11][12] და ჰამერფესტის (ნორვეგია) საპატიო მოქალაქე.[13]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

დაიბადა 1937 წლის 21 ივნისს ქობულეთში,[14] პარტიის რაიკომის პირველი მდივნის, რუბენ ჭანიშვილისა და ნატალია გორდელაძის ოჯახში. მომავალმა ქორეოგრაფმა მეტად რთული ბავშვობა განვლო. ხუთი თვის იყო, როდესაც მამამისი ჯერ დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით დახვრიტეს (რეაბილიტირებული იქნა 1957 წელს), დედამისს კი ქმარზე ნერვიულობამ ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეურყია და საბოლოოდ დააინვალიდა კიდეც.[3] უმამოდ დარჩენილი რეზო და მასზე ხუთი წლით უფროსი ძმა ბორისი, ჯერ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში იზრდებონდნე, შემდეგ ოჯახის ნათესავებს შეაფარეს თავი.[15]

მოღვაწეობა

რედაქტირება

ცეკვა დაიწყო აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ქორეოგრაფ გივი ჩიხლაძის ხელმძღვანელობით.[14] 1955–1956 წლებში ცეკვავდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (დღეს „აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“).[16]

1956 წელს ჩაირიცხა სერგო ზაქარიაძის თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში, მაგრამ იმავე წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. სასწავლებელს 1959 წელს დაუბრუნდა, ხოლო 1963 წელს დაასრულა იგი.[17]

1962 წელს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ახალგაზრდობისა და სტუდენთა VIII მსოფლიო ფესტივალზე, ბუხუტი დარახველიძის ხელმძღვანელობით საქართველოდან გამგზავრებულმა თოთხმეტმა მოცეკვავემ (მათ შორის რეზო ჭანიშვილმა) და ოთხმა მუსიკოსმა ფესტივალის ლაურეატობა და ოქროს მედლები მოიპოვეს.[15] ფესტივალიდან დაბრუნებისთანავე ყველა მონაწილე წარადგინეს საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის წოდებაზე, თუმცა ქვეყნის იმდროინდელმა მთავრობამ ამ წოდებისათვის ისინი ახალგაზრდები მიიჩნიეს და ამის ნაცვლად, ყველა მონაწილე დააჯილდოვეს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, ხოლო ბუხუტი დარახველიძეს საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს.[3]

1963 წელს, კულტსაგანმანათლებლო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ ბათუმს, სადაც სათავეში ჩაუდგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებულ ცეკვის ანსამბლს.[15] 1965 წელს ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის ინსტიტუტში ისტორია-ფიკოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1970 წელს.[3] იმავე წელს ბათუმის კულტურის სახლის მთავარ ქორეოგრაფად დაინიშნა, პარალელურად მუშაობდა აჭარის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილების გამგედ, ასევე იყო აჭარაკოოპკავშირის აჭარის პიონერთა სასახლის მთავარი ქორეოგრაფი.[15]

1975 წელს რეზო ჭანიშვილი, ილიკო სუხიშვილის და ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდიის დირექტორის, გოგი სუხიშვილის მიერ მოწვეული იქნა ამავე სტუდიის ჯერ პედაგოგად, ხოლო შემდგომ დირექტორის მოადგილედ და ცეკვების დამდგმელად.[15]

1978-1980 წლებში მთავრობის გადაწყვეტილებით მივლინებული იქნა ქალაქ დამასკოში სირიის ცეკვის ანსამბლის კონსულტანტად და სამხატვრო ხელმძღვანელად. მისი წყალობით, სირიის ანსამბლს ქვეყნის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა.[3]

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1980 წელს, საქართვოს სსრ-ის კულტურის სამინისტრომ ჯემალ ჭკუასელთან ერთად გაგზავნა ქალაქ ქუთაისში, რათა ჩამოეყალიბებინათ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.[18] 1981 წელს გახდა ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდის დამფუძნებელი და მისი პირველი დირექტორი.[15]

ქუთაისში სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 1983 წელს დაბრუნდა ქალაქ თბილისში, სადაც დააარსა ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“. ანსამბლმა 30-მდე ქვეყანაში გამართა ტურნე.[14] დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქალაქ ჰამბურგში გამართულ (გერმანია) კონცერტს. რადიოსადგურმა BBC-მ უმაღლესი შეფასება მისცა ანსამბლის გამოსვლას და დასძინა — „ჰამბურგის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ „მერანის“ კონცერტი — ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა“.[3] 1985 წელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ანსამბლისთვის. ივლისის თვეში გამართულ ახალგაზრდობის და სტუდენტთა მსოფლიო XII ფესტივალზე ჭანიშვილის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა ფესტივალის ლაურეატის წოდება და ოქროს მედლები მოიპოვა.[15]

1991 წელს დიდი წვლილი შეიტანა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის დაარსებში. საქართველოს პრეზიდენტის, ᲨᲔᲕᲐᲠᲓᲜᲐᲫᲘᲡ 2002 წლის 25 ივლისის ბრძანებულებით დაწესებულებას ეწოდა „კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ხოლო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ექვთიმე თაყაიშვილის სახელი. 1990-იან წლებში იგი, აგრეთვე გახდა საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის თანადამფუძნებელი.[3]

2007 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის განკარგულებით რეზო ჭანიშვილი სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დაინიშნა. 2011 წელს აირჩიეს საქართველოს ქორეოგრაფთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარედ.[19]

რევაზ ჭანიშვილი არის რამდენიმე მონოგრაფიიისა და წიგნის ავტორი. აგრეთვე გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.

ჯილდოები

რედაქტირება

რეზო ჭანიშვილს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო ქართული ხალხური ცეკვების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. სხვადასხვა დროს გახდა ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჰამერფესტის საპატიო მოქალაქე. 1962 წელს გახდა მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მერვე ფესტივალის ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი. 1980 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მოღვაწის წოდება. დაჯილდოებულია „ღირსების მედლით“ (1996), „ღირსების ორდენით“ (1997), მადლიერების მედლით“ (2009), მედლით „ქართული კულტურის ამაგდარი“ (2010), მედლით „ქართული კულტურის დესპანი“ (2011), „საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწინვალებისა ორდენით“ (2013), „რაინდის ორდენითა“ და „წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის მედლით.

2010 წლის 22 თებერვალს მიენიჭა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[20] 2015 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ რეზო ჭანიშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.[21] ღონისძიების ფარგლებში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რევაზ ჭანიშვილს სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.[22]

2017 წლის 16 ივნისს თბილისის ეროვნულ სასახლეში რეზო ჭანიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც გადაეცა თბილისის მერიის საპატიო სიგელი და ეროვნული სასახლის მადლობის სიგელი მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლებაში, ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.[23]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „გზა ვარსკვლავამდე“. „დურიჯი“. თბილისი (4 (112)). 28 აპრილი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)
  2. „სანიმუშო საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლები“. „საქართველოს ქორეოგრაფია“. თბილისი (6 (34)). 1 აპრილი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=, |date=, და |year= / |date= mismatch-ში (დახმარება)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 რეზო ბალანჩივაძე, ოლეგ ალავიძე (2015). რეზო ჭანიშვილი. თბილისი, გვ. 73. [მკვდარი ბმული]
  4. მ. ლომთათიძის, თ. მოსიას, ლ. ჭანიშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (1 ნოემბერი, 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემებერი, 2020. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2020.
  5. „რეზო ჭანიშვილის დაჯილდოების შესახებ“. „საქართველოს ქორეოგრაფია“. თბილისი (2 (42-43)). 1 აპრილი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year= და |date=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: თარიღი და წელი (link)
  6. ქართული ქორეოგრაფიის დღესასწაული სენაკში. senaki.gov.ge (6 სექტემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2020.
  7. Почетные батумчане. Livejournal (16 თებერვალი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი, 2020.
  8. ჩვენი ქალაქი — საპატიო ბათუმელები. Batumi.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2020.
  9. ქართული ქორეოგრაფიის კორიფეები აფასებენ „უბისს“. Chemikharagauli.com (4 ივნისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2020.
  10. „რეზო ჭანიშვილის 80 წლისაა“. „საქართველოს ქორეოგრაფია“. თბილისი (17 (63)). მაისი-ივნისი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)
  11. ფოთის დღეები — 2018“ ის ფარგლებში 10 საპატიო მოქალაქე დაჯილდოვდა. msnews.ge (15 აპრილი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-03. ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი, 2020.
  12. ფოთის საპატიო მოქალაქეები დასახელდნენ. „იმედინიუსი“ (15 აპრილი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2020.
  13. რეზო ჭანიშვილი — დიდი ხელოვანი დიდი ცხოვრებით. „რეზონანსი“ (28 ივლისი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2020.
  14. 14.0 14.1 14.2 რეზო ჭანიშვილი. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2020.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 15.6 „რეზო ჭანიშვილი — შემოქმედება“. „საქართველოს ქორეოგრაფია“. თბილისი (11 (57)). 1 აპრილი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=, |date=, და |year= / |date= mismatch-ში (დახმარება)
  16. სსიპ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პორტალი (31 იანვარი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-04. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2020.
  17. რეზო ჭანიშვილი. artfolk.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2020.
  18. „ისწავლო და ბოლომდე ჩაწვდეს...“. საქართველოს ქორეოგრაფია. თბილისი (5 (33)). ნოემბერი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)
  19. რეზო ჭანიშვილი,, ქართული ცეკვის სადიდებელი/გამოჩენილი ადამიანები ქართული ხალხური ქორეოგრაფიის შესახებ, თბილისი: „სეზანი“, 2015. — 264 გვ, ISBN 978-9941-0-7815-6.
  20. რეზო ჭანიშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. Batu.edu.ge (1 მარტი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2020.
  21. აწსუ-ის ანსმაბლმა „კოლხა“ რეზო ჭანიშვილის მოღვაწეობის 65 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა მიიღო. Edu.aris.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2020.
  22. „ხელოვნების ქურუმი რევაზ ჭანიშვილს“. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (12 დეკემბერი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-04. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2020.
  23. ეროვნულ სასახლეში რეზო ჭანიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. Kvira.ge (16 ივნისი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2020.