წილდათანაღი

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებ

წილდათანაღიუღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს სვანეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3122 მ. აგებულია პალეოზოური კვარციანი ქვიშაქვებითა და ტუფებით. თოვლ-ყინულიანია. კალთები 2100-2200 მ-მდე მუქწიწვიანი ტყითაა შემოსილი, მის ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია. აკავშირებს მდინარეების ლაყურისა (ცხენისწყლის აუზი) და წილდრის (ენგურის აუზი) ხეობებს.

წილდათანაღი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3122 
ქედი სვანეთის ქედი
ამგებელი ქანები პალეოზოური კვარციანი ქვიშაქვა და ტუფი

ლიტერატურა

რედაქტირება