წითელი ჯიჯლაყა,[2] ჰიბრიდული ჯიჯლაყა,[3] წითელი მხალი, თათრული მხალი[2] (ლათ. Amaranthus hybridus) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. სიმაღლეში 100 სმ-მდე აღწევს. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი, ზედა ნაწილში მეტ-ნაკლებად ხშირადაა შებუსვილი. ფოთლები გრელყუნწიანია, აქვთ რომბულ-კვერცხისებური ან ელიფსური ფორმა. ყვავილები შეკრებილია მოგრძო ჯგუფებად, რომლებიც ქმნიან უფოთლო, თავთავისებურ, კენწრულ და იღლიურ ყვავილედებს. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივლის-ნოემბერში. გავრცელებულია კავკასიაში, დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, შუა და აღმოსავლეთ აზიაში, ირანში, აფრიკაში, ავსტრალიასა და ამერიკაში. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე რუდერალურ ადგილებში, როგორც სარეველა – ნათესებში. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, იმერეთში, აჭარაში, ქართლსა და კახეთში.[4] მისი თესლი და მომზადებული ფოთლები საკვებად ვარგისია.[5]

წითელი ჯიჯლაყა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  მიხაკისნაირნი
ოჯახი:  ჯიჯლაყასებრნი
გვარი:  ჯიჯლაყა
სახეობა:  წითელი ჯიჯლაყა
ლათინური სახელი
Amaranthus hybridus L., 1753
სინონიმები[1]
სია
    • Amaranthus aureus Moq.
    • Amaranthus batalleri Sennen
    • Amaranthus bellardii Moq.
    • Amaranthus berchtholdii Moq.
    • Amaranthus catechu Moq.
    • Amaranthus caudatus Baker & Clarke
    • Amaranthus chlorostachys Willd.
    • Amaranthus eugenii Sennen
    • Amaranthus flavescens Moq.
    • Amaranthus hecticus Willd.
    • Amaranthus incurvatus Trimen ex Gren. & Gord.
    • Amaranthus intermedius Guss. ex Moq.
    • Amaranthus laetus Willd.
    • Amaranthus laxiflorus Comelli ex Pollini
    • Amaranthus neglectus Moq.
    • Amaranthus nepalensis Moq.
    • Amaranthus paniculatus var. sanguineus Regel
    • Amaranthus patulus f. multispiculatus (Sennen) Priszter
    • Amaranthus patulus var. multispiculatus Sennen
    • Amaranthus pseudoretroflexus (Thell.) Almq.
    • Amaranthus quitensis Kunth
    • Amaranthus retroflexus var. chlorostachys A. Gray
    • Amaranthus retroflexus var. hybridus A. Gray
    • Amaranthus retroflexus subsp. quitensis (Kunth) O.Bolòs & Vigo
    • Amaranthus spicatus Rchb.
    • Amaranthus timeroyi Jord. ex Moq.
    • Amaranthus trivialis Rota
    • Galliaria hybrida (L.) Nieuwl.
  1. Amaranthus hybridus L.. The Plant List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-25. ციტირების თარიღი: 2021-03-05.
  2. 2.0 2.1 Bussmann, Rainer W.; Batsatsashvili, Ketevan; Kikvidze, Zaal; Paniagua-Zambrana, Narel Y.; Khutsishvili, Manana; Maisaia, Inesa; Sikharulidze, Shalva „Amaranthus hybridus L. Amaranthus palmeri S. Watson Amaranthus spinosus L. Amaranthus retroflexus L. Atriplex hortensis L. Amaranthaceae“, Ethnobotany of the Mountain Regions of Far Eastern Europe : Ural, Northern Caucasus, Turkey, and Iran (ინგლისური). Springer International Publishing, გვ. 69–82. ISBN 978-3-030-28940-9. 
  3. ტექნიკური რეგლამენტის − ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე. საქართველოს მთავრობა (14 ივლისი, 2015). ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2021[მკვდარი ბმული]
  4. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 18.
  5. Elias, Thomas S.; Dykeman, Peter A. (2009). Edible Wild Plants: A North American Field Guide to Over 200 Natural Foods. New York: Sterling Publishing, გვ. 72. ISBN 978-1-4027-6715-9. OCLC 244766414.