ჯიჯლაყა
მცენარეთა გვარი
ჯიჯლაყა (ლათ. Amaranthus) — მცენარეთა გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი, იშვიათად მრავალწლოვანი ბალახებია. თავთავისებრ ან საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი წვრილი ყვავილები აქვთ.
ჯიჯლაყა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Amaranthus tricolor | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Amaranthus L., 1753 | |||||||||||||
|
55-მდე სახეობა გავრცელებულია თბილი და ზომიერი ჰავის ოლქებში. საქართველოში ჯიჯლიყას 9 სახეობა იზრდება ძირითადად რუდერალურ ადგილებზე, როგორც სარეველა – ბოსტნებსა და ნათესებში. ზოგიერთის ნორჩ ფოთლებს იყენებენ მხლად, მთელს მცენარეს – სასილოსედ, თესლს – შინაური ფრინველების საკენკად; ზოგიერთს – დეკორატიულ მებაღეობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლ. ხინთიბაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 569.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Grain amaranth, Crops For A Future დაარქივებული 2013-11-04 საიტზე Wayback Machine.