ციალა გაბაშვილი
ციალა გაბაშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1908, პეტერბურგი — გ. 18 იანვარი, 1994, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე.
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წელს დაათავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1928–1932 წლებში მუშაობდა მშენებლობებზე, 1932–1941 წლებში „საქკომუნპროექტში“, 1936–1940 წლებში მონაწილეობდა ბოლნისის, დმანისის, გუდარეხისა და სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებში, 1941–1948 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი. აზომილი და შესწავლილი აქვს ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი (ბოლნისის სიონი, დმანისის, გუდარეხის, სამშვილდის კომპლექსები, ასპინძის რაიონის ძეგლები, ვარძიის კომპლექსი და სხვ.). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ჯილდოები
რედაქტირება- 1969 – საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კინწურაშვილი ს., ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 519, ISBN 978-99928-20-35-3.