ცვილის ხე

მცენარე თუთუბოსებრთა ოჯახისა

ცვილის ხე (ლათ. Toxicodendron succedaneum) — ფოთოლმცვივანი ხე თუთბოსებრთა ოჯახისა. სიმაღლით 10–12 მეტრია. აქვს რთული ფოთოლი და მოყვითალო ყვავილი. მისი სამშობლოა იაპონია, ჩინეთი, ჰიმალაი.[2] ბუნებრივად ამათ გარდა გავრცელებულია კამბოჯაში, ჩრდილოეთ ინდოეთში, კორეაში, ლაოსში, მიანმარში, ტაილანდსა და ვიეტნამში.[3] საქართველოში ინტროდუცირებულია 1896 წლიდან; იზრდება და ვითარდება კარგად. მცენარის ნაყოფი და თესლი შეიცავს ცვილს, რომელსაც იყენებენ სანთლის დასამზადებლად და შაქრის წარმოებაში. ყლორტების რძისებრი წვენი შეიცავს მაღალი ხარისხის ლაქს, რომელიც ხარისხითა და შემცველობით უახლოვდება ლაქის ხისაგან მიღებულს, ფოთოლი — მთრიმლავ ნივთიერებებს. დეკორატიულია, განსაკუთრებით შემოდგომით, როდესაც ფოთლები მუქ წითელ ელფერს ღებულობს.[2]

ცვილის ხე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  საპინდუსისნაირნი
ოჯახი:  თუთუბოსებრნი
გვარი:  Toxicodendron
სახეობა:  ცვილის ხე
ლათინური სახელი
Toxicodendron succedaneum (L.) Kuntze, 1891
სინონიმები
  • Rhus succedanea L., 1771[1]
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 135819278
  1. Rhus succedanea L.. GBIF Secretariat. ციტირების თარიღი: 7 ივნისი, 2021
  2. 2.0 2.1 ცვილის ხე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 208.
  3. Botanic Gardens Conservation International (BGCI) & IUCN SSC Global Tree Specialist Group (2018). „oxicodendron succedaneum“. IUCN Red List of Threatened Species. 2018: e.T135819278A135819280. doi:10.2305/IUCN.UK.2018-2.RLTS.T135819278A135819280.en. ციტირების თარიღი: 7 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)