მიხეილ ჩუბინიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ჩუბინიძე, მიხეილ)

მიხეილ დიმიტრის ძე ჩუბინიძე (დ. 28 თებერვალი, 1910 — გ. მარტი, 2006) — ქართველი საბჭოთა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1958), სსრკ-ის სახალხო არტისტი (1982).

მიხეილ ჩუბინიძე
დაბადების თარიღი 28 თებერვალი, 1910
თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი მარტი, 2006 (96 წლის)
თბილისი, საქართველო
აქტიური 1939–1980
მეუღლე(ები) ფლორა შედანია

კოტე მარჯანიშვილის მოწაფე, მიხეილ ჩუბინიძე 1930-1939 წლებში მუშაობდა ჯერ ჭიათურის, შემდეგ გორის და ფოთის თეატრებში. 1939 წლიდან სოხუმის სახელმწიფო ქართულ დრამატულ თეატრში მოღვაწეობდა, სადაც შედგა მისი დებიუტი მნიშვნელოვანი როლით გიორგი სააკაძე (სანდრო შანშიაშვილის დრამა „უგვირგვინო მეფენი“). მის მიერ შექმნილმა სცენურმა სახეებმა, ჯერ სოხუმში, შემდეგ კი, დევნილობის პერიოდში, თბილისში, განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი მაყურებელს. (მათ შორის: პრეზიდენტი, ფრიდრიხ შილერის „ვერაგობა და სიყვარული“; ბახა, ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილნი“; გიჟუა, ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“; ხევისბერი გოჩა, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“; მამამზე ერისთავი, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და მრავალი სხვა). აღსანიშნავია, მიხეილ ჩუბინიძის შესრულებული კინოროლებიც (ნუგზარ ერისთავი, „ხევისბერი გოჩა“, პეტრე, „მიხა“ და სხვა).[1]

მიხეილ ჩუბინიძის მეუღლე იყო მსახიობი ფლორა შედანია.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება