ხევისბერი გოჩა (ფილმი)
ფილმი
„ხევისბერი გოჩა“ — 1964 წლის ქართული ფილმი, რომელიც გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
„ხევისბერი გოჩა“ | |
---|---|
საბჭოთა კინოპლაკატი | |
დამდგმელი რეჟისორი | ნიკოლოზ სანიშვილი |
სცენარის ავტორი |
ნიკოლოზ სანიშვილი არჩილ სულაკაური |
როლებში |
სპარტაკ ბაღაშვილი ლეილა აბაშიძე თენგიზ არჩვაძე ნუგზარ შარია |
კომპოზიტორი | რევაზ ლაღიძე |
ხმის ოპერატორი | ვლადიმერ დოლიძე |
ოპერატორი | ფელიქს ვისოცკი |
მხატვარი | რევაზ მირზაშვილი |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1964 |
ხანგრძლივობა | 1:23:20 |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
გუგუა თავის ქორწილში ხელისმომკიდედ ძმადნაფიც ონისეს აირჩევს, მაგრამ ონისეს და პატარძალს, ძიძიას ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდებათ. ხევი დამპყრობელი ფეოდალის, ნუგზარ ერისთავის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. ონისეს დავალებული აქვს მოძმეებს მტრის გამოჩენა ამცნოს, მაგრამ ძიძიასთან ალერსი გაიტაცებს და მტრის შემოსევას ვერ შენიშნავს. ბრძოლის დამთავრების შემდეგ, ხალხი მოღალატის დასჯას მოითხოვს. გუგუა ოჯახის შერცხვენის გამხელას, სიკვდილს არჩევს, ონისე მზად არის დანაშაულისთვის პასუხი აგოს. შვილის უპასუხისმგებლობით გამწარებული ხევისბერი გოჩა ონისეს ხანჯლით განგმირავს. თავსდამტყდარი უბედურება ხევისბერს ჭკუიდან შეშლის.