ჩრდილოეთი ტერიტორია

(გადამისამართდა გვერდიდან ჩრდილოეთ ტერიტორია)
ჩრდილოეთი ტერიტორია
ჩრდილოეთი ტერიტორია, დროშა ჩრდილოეთი ტერიტორია, გერბი
დევიზი:
მეტსახელი: „ტერიტორია“
ავსტრალიის რუკაზე
დედაქალაქი დარვინი
ფართობი
 * საერთო
 * ხმელეთი
 * წყალი
 
1 420 970 კმ² (მე-3 ადგილი)
1 349 129 კმ²
71 839 კმ² (5,06%)
მოსახლეობა (2011)
 * რაოდენობა
 * სიმჭიდროვე
 
211 945 (მე-8 ადგილი)
0,16/კმ² (მე-8 ადგილი)
დროის სარტყელი UTC+09:30
პარლამენტი
 * წარმომადგენელთა რაოდენობა
 * სენატორების რაოდენობა
 
2
2
აბრევიატურა
 * საფოსტო
 * ISO 3166-2
 
NT
AU-NT
ვებ-გვერდი
{{{ვებ-გვერდი}}}

ჩრდილოეთი ტერიტორია (ინგლ. Northern Territory) — ავსტრალიის ტერიტორიული ერთეული ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. 1863 წელს ანექსირებულ იქნა სამხრეთ ავსტრალიის მიერ. 1911-დან გადავიდა ავსტრალიის მთავრობის მმართველობის ქვეშ. 1978 წელს მიენიჭა თვითმმართველობა. მისი სტატუსი ცოტა უფრო დაბალია ვიდრე შტატისა. ესაზღვრება შტატებს: დასავლეთ ავსტრალიას დასავლეთიდან (129-ე აღმოსავლეთ მერიდიანზე), სამხრეთ ავსტრალიას სამხრეთიდან (26-ე სამხრეთ პარალელზე) და კუინზლენდს აღმოსავლეთიდან (138-ე აღმოსავლეთ მერიდიანზე).

  • ფართობი — 1 349 129 კმ²;
  • მოსახლეობა — 211 945 ადამიანი (2011);
  • ქალაქები (ათ.) — დარვინი (117), დაარსების წელი — 1869, დაანგრია ციკლონმა ტრეისიმ 1974 წელს, აღდგენილ იქნა 1979 წელს; ალის-სპრინგსი.

ჩრდილოეთიდან ტერიტორიას ეკვრის ტიმორის ზღვა, არაფურის ზღვა და კარპენტარიის ყურე. მიუხედავად იმისა, რომ შტატს უკავია დიდი ფართობი (1 349 129 კმ², მესამეა ავსტრალიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს შორის), იგი მეჩხერადაა დასახლებული. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 211 945 ადამიანს[1] (2011), რაც ყველაზე ცოტაა 7 დიდ ავსტრალიის შტატებსა და ტერიტორიებს შორის[2].

ამ ტერიტორიის ავსტრალიელი აბორიგენებით დასახლება დაიწყო 40 ათას წელზე მეტი ხნის წინათ. ვაჭრები კუნძულ სულავესიდან ყიდულობდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან ზღვის პროდუქტებს მინიმუმ XVIII საუკუნეში და, დიდი ალბათობით, კიდევ 300 წლით უფრო ადრეც.

ტერიტორიის სანაპირო ევროპელებმა აღმოაჩინეს XVII საუკუნეში. პირველნი ევროპელებიდან, რომლებმაც სცადეს დაეარსებინათ დასახლება სანაპიროზე იყვნენ ბრიტანელები XIX საუკუნეში, მაგრამ 1869 წელს ქალაქ დარვინის დაარსებამდე ვერც ერთი მათგანი წარმატებით ვერ დამთავრდა. დღეისათვის შტატის ეკონომიკის საფუძველია ტურიზმი (კაკადუს ეროვნული პარკი უკიდურეს ჩრდილოეთში და ულურუ-კატა-ტიუტის ეროვნული პარკი უნიკალური კლდით — ულურუ ცენტრალურ ავსტრალიაში) და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.

დედაქალაქი და შტატის უდიდესი ქალაქი — დარვინი. მოსახლეობა ძირითადად კონცენტრირებულია არა სანაპირო რაიონებში, არამედ სტიუარტის შოსეს გასწვრივ. სხვა მსხვილი დასახლებული პუნქტებია — ალის-სპრინგსი, კატრინი, ნჰულუნბაი, ტენანტ-კრიკი.

ჩრდილოეთ ტერიტორიის მოსახლეობას ხშირად უბრალოდ ეძახიან ტერიტორიელებს (ინგლ. Territorians).

გეოგრაფია

რედაქტირება

ბევრი ძალიან პატარა დასახლებული პუნქტი მიმოფანტულია მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ მსხვილი ცენტრები თავმოყრილია სტიუარტის გზატკეცილის გასწვრივ, რომელიც ერთადერთი გზაა მაგარი საფარით და დარვინს აკავშირებს სამხრეთ ავსტრალიასთან.

ჩრდილოეთ ტერიტორიაზე განლაგებულია ორი ეფექტიანი ბუნებრივი კლდოვანი წარმონაქმნი, ულურუ და კატა-ტიუტა, რომლებიც ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობისთვის წმინდანებია და გახდნენ ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობად.

ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს კაკადუს ეროვნული პარკი, ვეთლენდით და მტაცებელი ცხოველებით. მისგან ჩრდილოეთით მდებარეობს არაფურის ზღვა, აღმოსავლეთით არნემ-ლენდის ნახევარკუნძული, რომლის რეგიონალური ცენტრია დასახლებული პუნქტი მანინგრიდა, რომელიც მდებარეობს მდინარე ლივერპულის დელტაში. ჩრდილოეთ ტერიტორიის მდინარეთა ქსელი საკმაოდ განვითარებულია.

ჩრდილოეთ ტერიტორიაზე გამოირჩევა ორი კლიმატური ზონა.

ჩრდილოეთ ნაწილში, დარვინის ჩათვლით, კლიმატი ტროპიკულია მაღალი ტენიანობით და ორი სეზონით — ტენიანით (ნოემბრიდან აპრილამდე) და მშრალით (მაისიდან ოქტომბრამდე). მშრალი სეზონის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველდღე თბილა და მზეა, საშუალო ტენიანობაა დაახლოებით 30 %. იშვიათი ნალექები მოდის მაისიდან სექტემბრამდე. ყველაზე ცივი თვეებია — ივნისი და ივლისი, როდესაც ტემპერატურა დღისით შეიძლება დაეცეს 14 °C-მდე, მაგრამ უფრო დაბლა იშვიათად. სუსხი მთელი ისტორიული დაკვირვებების მანძილზე ჯერ არ დაფიქსირებულა.

ტენიანი სეზონი ასოცირდება ტროპიკულ ციკლონებთან და მუსონურ წვიმებთან. ნალექების ძირითადი ნაწილი მოდის დეკემბრიდან მარტამდე, როდესაც ხშირია ჭექა-ქუხილი, ხოლო ტენიანობა აღწევს 70 %-ზე მეტს. საშუალოდ ჩრდილოეთ ტერიტორიაზე მოდის 1570 მილიმეტრზე მეტი ნალექი. ნალექების მაქსიმალური მოცულობა მოდის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, საშუალოდ 1800—2100 მილიმეტრი.

ცენტრალურ რეგიონში კლიმატი ნახევრად უდაბნოს ზონურია, უმნიშვნელო წვიმები, როგორც წესი მოდის ყველაზე ცხელი თვეების დროს — ოქტომბრიდან მარტამდე. წლის საშუალო ნალექების დონე არ აღემატება 250 მილიმეტრს.

მაქსიმალური ტემპერატურა — 48,3 °C დაფიქსირდა დასახლებულ პუნქტ აპუტულაში 1960 წლის 1 და 2 იანვარს. მინიმალური ტემპერატურა — −7,5 °C კი ალის-სპრინგსში 1976 წლის 12 ივლისს[3].

ავსტრალიელი აბორიგენები ცხოვრობენ დღევანდელი ჩრდილოეთი ტერიტორიის მიწებზე 40 ათასი წლის განმავლობაში. მათსა და დღევანდელი ინდონეზიის ხალხებს შორის აქტიური სავაჭრო კავშირების კვალი ჩანს, მინიმუმ ბოლო 500 წლის განმავლობაში.

ბრიტანელების პირველი ოთხი ცდიდან დაეარსებინათ დასახლება მკაცრი კლიმატის მქონე ჩრდილოეთის სანაპიროზე სამი წარუმატებლად დამთავრდა დასახლებულთა შიმშილისა და უიმედობის გამო. 1825 წლიდან 1863 წლამდე ჩრდილოეთი ტერიტორია იყო კოლონია ახალი სამხრეთი უელსის ნაწილი, დროის მოკლე პერიოდის გამოკლებით 1846 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე, როდესაც იგი შედიოდა კოლონია ჩრდილოეთი ავსტრალიის შემადგენლობაში. 1863 წლიდან 1911 წლამდე ტერიტორია შედიოდა სამხრეთ ავსტრალიის შემადგენლობაში. ზუსტად ამ პერიოდში 1870 წლიდან 1872 წლამდე აშენდა მიწისზედა სატელეგრაფო ხაზი.

1883—1889 წლებში აშენდა სარკინიგზო ხაზი დარვინსა და პაინ-კრიკს შორის. ეკონომიკურ სისტემაში წინ იდგა მსხვილი რქოვანი პირუტყვისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. 1911 წელს პირუტყვის რაოდენობა აღწევდა 513 ათას სულს. ვიქტორია რივერ დაუნსის ფერმა იმ დროს მსოფლიოში ითვლებოდა უდიდეს მეცხოველეობის მეურნეობად (დაახლოებით 90 ათასი კმ² გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის თანახმად). ოქრო აღმოჩნდა 1872 წელს გრუვ ჰილში, პაინ-კრიკში, ბროკს-კრიკში და ბურუნდიში, ხოლო სპილენძის საბადო — დეილი რივერში.

1911 წლის 1 იანვარს, ფედერაციის დაარსებიდან ათი წლის შემდეგ, ჩრდილოეთი ტერიტორია გამოეყო სამხრეთ ავსტრალიას და სამართავად გადაეცა თანამეგობრობას.

მოკლე პერიოდის განმავლობაში, 1927 წლიდან 1931 წლამდე ჩრდილოეთი ტერიტორია გაიყო ჩრდილოეთ ავსტრალიად და ცენტრალურ ავსტრალიად მე-20 პარალელის სამხრეთ განედზე. კიმბერლიის გეგმის ფარგლებში ჩრდილოეთ ტერიტორიის ნაწილი განიხილებოდა, როგორც ებრაელური სახელმწიფოს დაარსების შესაძლო ადგილი, რომელმაც მიიღო არაოფიციალური სახელი „წმინდა მიწა“.

მეორე მსოფლიო ომის დროს ტერიტორიის დიდი ნაწილი იმყოფებოდა სამხედროების მმართველობის ქვეშ. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა თანამეგობრობის დაარსების მომენტიდან, როდესაც ავსტრალიის შტატი ან ტერიტორია იმყოფებოდა სამხედროების მმართველობის ქვეშ. ომის დამთავრების შემდეგ ტერიტორიაზე კონტროლი დაუბრუნდა ფედერალურ მთავრობას.

ავსტრალიელი აბორიგენები აგრძელებდნენ ბრძოლას თავისი უფლებების დასაცავად, თანასწორი შრომის ანაზღაურებისა და მიწის ფლობის უფლების მისაღებად. ჩრდილოეთ ტერიტორიის აბორიგენი მოსახლეობისათვის კანონი მიწის ფლობის შესახებ ძალაში შევიდა 1977 წლის 26 იანვარს.

1978 წლიდან ტერიტორიას ჰყავს თავისი მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და საკანონმდებლო ასამბლეა.

1996 წელს ჩრდილოეთი ტერიტორია ხანმოკლე დროის პერიოდში იყო ერთ-ერთი იმ, არც თუ ისე ბევრი ადგილებიდან მსოფლიოში, სადაც ლეგალიზებული იყო ნებაყოფლობითი ევთანასია, სანამ ეს კანონი არ გააუქმა ფედერალურმა პარლამენტმა.

პოლიტიკური მოწყობა

რედაქტირება

პარლამენტი

რედაქტირება

ჩრდილოეთი ტერიტორიის პარლამენტი შედგება საკანონმდებლო ასამბლეის ერთი პალატისაგან, რომელიც შეიქმნა 1974 წელს და შეცვალა ადრე მოქმედი ნაწილობრივ არჩევითი საკანონმდებლო საბჭო.

საკანონმდებლო ასამბლეის ძალაუფლება ანალოგიურია ავსტრალიის შტატების ძალაუფლებასთან, მაგრამ ის ტერიტორიის პარლამენტთან წარდგენილია არა კონსტიტუციის ძალით, არამედ დელეგირებულია ფედერალური მთავრობის მიერ. ბრიტანეთის დედოფალს წარმოადგენს ჩრდილოეთი ტერიტორიის ადმინისტრატორი, რომლის თანამდებობაც ანალოგიურია შტატის გუბერნატორის თანამდებობასთან.

რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აგიტაცია ტერიტორიის სრულყოფილ შტატად გადაქცევისათვის. 1998 წელს ამ საკითხზე რეფერენდუმიც გაიმართა, მაგრამ შედეგი აღმოჩნდა უარყოფითი, რაც მოულოდნელი იყო, როგორც ტერიტორიის, ისევე ფედერალური მთავრობებისათვის, რამეთუ წინასწარი გამოკითხვები აჩვენებდნენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერდა ტერიტორიის შტატად გარდაქმნას. ჩრდილოეთ ტერიტორიას სთავაზობდნენ სენატში სამ ადგილს, ნაცვლად 12-ისა, რომელიც გარანტირებული აქვს თითოეულ დანარჩენ შტატებს (მოსახლეობის რაოდენობის დიდი სხვაობის გამო. სენატში თანაბარი წარმომადგენელთა რიცხვი ნიშნავდა იმას, რომ, ჩრდილოეთი ტერიტორიის მოსახლის ერთი ხმა უტოლდებოდა ვიქტორიის ან ახალი სამხრეთი უელსის შტატის 30-ზე მეტი მოსახლის ხმას). თვლიან, რომ რეფერენდუმის უარყოფითი შედეგის მიზეზი გახდა ჩრდილოეთი ტერიტორიის მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება სენატში მათი წარმომადგენლების რაოდენობის გამო, რომელსაც დაემატა ტერიტორიის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის შეინ სტოუნის ეგრეთ წოდებული «ქედმაღლული მიდგომა» ამ საკითხზე[4].

პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი

რედაქტირება

ჩრდილოეთი ტერიტორიის პრემიერ-მინისტრი მთავრობის მეთაურია. მას ნიშნავს ჩრდილოეთი ტერიტორიის ადმინისტრატორი, რომელიც, როგორც წესი ამ თანამდებობაზე ნიშნავს იმ პარტიის ლიდერს, რომელსაც საკანონმდებლო ასამბლეაში უკავია უმრავლესობა. დღეისათვის ჩრდილოეთი ტერიტორიის პრემიერ-მინისტრია პოლ ჰენდერსონი.

ადმინისტრატორი

რედაქტირება

ჩრდილოეთი ტერიტორიის ადმინისტრატორი თანამდებობაზე ინიშნება ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორის მიერ. ამ კანდიდატურას თანამდებობაზე წარმოადგენს თანამეგობრობის მთავრობა და არა ტერიტორიის მთავრობა, მაგრამ, ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით, კანდიდატურა შეთანხმებულია ტერიტორიის მთავრობასთან. დღევანდელმა ადმინისტრატორმა ტომ პოლინგმა ფიცი დადო 2007 წლის 9 ნოემბერს.

ფედერალური წარმომადგენლობა

რედაქტირება

ჩრდილოეთი ტერიტორია ავსტრალიის პარლამენტში წარდგენილია წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ორ-ორი წევრით.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ჩრდილოეთი ტერიტორია იყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის 17 რაიონად, აქედან 11 საგრაფოა და 5 მუნიციპალიტეტი. ჩრდილოეთი ტერიტორიის პარლამენტმა ადგილობრივ საბჭოებს გადასცა ისეთი უფლებები, როგორიცაა: ქალაქის პლანირება, საგზაო ინფრასტრუქტურა და დასუფთავება. ადგილობრივი საბჭოების ბიუჯეტი ძირითადად ივსება ქონების გადასახადიდან და სამთავრობო გრანტებისაგან.

აბორიგენთა მიწის საბჭოები

რედაქტირება

ჩრდილოეთი ტერიტორიის აბორიგენთა მიწის საბჭოები აბორიგენთა რაიონული თვითმმართველოებია.

მოსახლეობა

რედაქტირება

ჩრდილოეთი ტერიტორიის მოსახლეობის რაოდენობამ 2010 წელს შეადგინა 229 675 ადამიანი, ანუ მთელი ავსტრალიის მოსახლეობის 0,8 %. მოსახლეობის მატება 2009 წელთან შედარებით შეადგინა 1,9 %, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ავსტრალიის ყველა შტატებსა და ტერიტორიებს შორის[2].

ჩრდილოეთი ტერიტორიის მოსახლეობა ყველაზე ახალგაზრდაა ავსტრალიაში, 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის მაღალი ხვედრითი წილისა და 65 წლამდე ასაკის მოსახლეობის დაბალი ხვედრითი წილის გამო. მოსახლეობის საშუალო ასაკი 30,3 წელია, რაც თითქმის 6 წლით ნაკლებია მთლიანი ავსტრალიის ამავე მაჩვენებელზე.

ჩრდილოეთი ტერიტორიის მოსახლეობა შედგება, 100-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენლებისაგან. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტერესებს წარმოადგენენ 50-ზე მეტი ორგანიზაციები.

ავსტრალიელი აბორიგენები შეადგენენ ჩრდილოეთი ტერიტორიის მოსახლეობის 32,5 %-ს, მათ ეკუთვნით მიწის დაახლოებით 49 %. აბორიგენთა მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად დაბალია სხვა ჩრდილოეთი ტერიტორიის მოსახლეობაზე, რაც დამახასიათებელია მთლიანად ავსტრალიისათვის (დაახლოებით 11 წლით). აბორიგენთა თანამეგობრობა ტერიტორიის ბევრ ადგილებშია, მათგან ყველაზე დიდია ბიჟანჟაჟარა ულურუსთან, არანდა ალის-სპრინგსთან, ლურიჟა ალის-სპრინგსსა და ულურუს შორის, ვალპირი ჩრდილოეთისაკენ და იოლნუ ნახევარკუნძულ არნემ-ლენდის აღმოსავლეთ ნაწილში.

2006 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის 13,8 % დაიბადნენ ავსტრალიის ფარგლებს გარეთ[5]. 2,6 % შემოვიდა ინგლისიდან, 1,7 % — ახალი ზელანდიიდან, 1,0 % — ფილიპინებიდან, 0,6 % — აშშ-დან და 0,5 % — აღმოსავლეთი ტიმორიდან.

ჩრდილოეთი ტერიტორიის მოსახლეობის 54 %-ზე მეტი ცხოვრობს ქალაქ დარვინში (აგლომერაცია ახლომდებარე ქალაქ პალმერსტონთან ერთად — 120 900 ადამიანი). მოსახლეობის ნახევარზე ცოტა ნაკლები ცხოვრობს სოფლად.

ჩრდილოეთი ტერიტორიის მოსახლეობის 53,6 % საკუთარ თავს თვლიან ქრისტიანებათ. კათოლიკები შეადგენენ მსხვილ რელიგიურ ჯგუფს (20,3 % ტერიტორიის მოსახლეობისა), შემდეგ მოდიან ანგლიკანები (12,7 %), ავსტრალიის გაერთიანებული ეკლესია (7 %) და ლუთერანები (3,6 %). არაქრისტიანულ რელიგიებს შორის ყველაზე პოპულარულია ბუდიზმი (1,4 %), ისლამი (0,5 %) и ინდუიზმი (0,2 %). ტერიტორიის მოსახლეობის დაახლოებით 21,9 % არ თვლის თავს რომელიმე რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლად[6].

განათლება

რედაქტირება

ჩრდილოეთი ტერიტორიის სასკოლო განათლება ითვალისწინებს 6 წლიან სწავლებას დაწყებით სკოლაში, 3 წლიან სწავლებას საშუალო სკოლაში და 3 წლიან სწავლებას უფროს სკოლაში. ბავშვები, როგორც წესი სწავლას იწყებენ 5 წლის ასაკიდან. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ ჩრდილოეთი ტერიტორიის სერტიფიკატები სწავლის სრული კურსის დამთავრების შესახებ. ასევე მოსწავლეები იღებენ რეიტინგს, რომელიც განსაზღვრავს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას. საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამით მუშაობს მხოლოდ ერთი სკოლა — კორმილდის კოლეჯი.