კარპენტარია
კარპენტარია (ინგლ. Gulf of Carpentaria) — ყურე წყნარის ოკეანის არაფურის ზღვაში, ჩრდილოეთ ავსტრალიის ნაპირებთან. დასავლეთიდან შემოზღუდულია არნემ-ლენდის ნახევარკუნძულით, ხოლო აღმოსავლეთიდან კეიპ-იორკის ნახევარკუნძულით. ხმელეთში შეჭრილია 600 კილომეტრზე. ფართობი 310 000 კმ². წყალი შედარებით წყალმარჩხია. წყლის მაქსიმალური სიღრმე 69 მ. წყლის ზედაპირის საშუალოთვიური ტემპერატურა ზამთარში 23-25 °C, ხოლო ზაფხულში 29 °C აღწევს. მარილიანობა 34,8 ‰. ნაპირებთან დამახასიათებელია ძლიერი მიქცევა-მოქცევითი დინებები. ყურეში მდებარეობს ბევრი კუნძული, მათ შორის: უელსლის კუნძულები, გრუტ-აილენდი და ბიკერტონი. კარპენტარია წარმოადგენს ეპიკონტინენტური ზღვის იშვიათ თანამედროვე მაგალითს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 415.