ციხე ჩინარლუციხესიმაგრე აზერბაიჯანში, საქართველოს ისტორიულ მხარე ჰერეთში, კახის რაიონში, კახიდან ჩრდილო-დასავლეთით 5 კმ-ში მდებარე ძველ ქართულ სოფელ ჩინარის საავტომობილო გზის მარჯვნივ, მაღალი მთის წვერზე. სოფელი ამჟამად ძირითადად წახებითაა დასახლებული. [1]

კედლებისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევები მოწმობენ, რომ ჩინარლუს ციხის ტერიტორიას და მის შემოგარენს საკმაოდ ვრცელი ფართობი ჰქონია დაკავებული. აქვე შეინიშნება მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც ამჟამად სრულიად ჩამოქცეულია. ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო გაველურებული ვაზი ხარობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ უძველესი დროიდან ვაზის კულტურა ყოფილა გავრცელებული. ეს გარემოება ძველი ნასახლარი ადგილების არსებობაზეც მეტყველებს.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ადგილობრივი ხანდაზმული მოხუცების გადმოცემით, ძველად მას „გურჯი ოღუზს“ ეძახდნენ, რაც ქართველი გმირების, ანუ რაინდების ნაგებობას ნიშნავს. ლეკები ამჟამად მას სოფლის სახელს – ჩინარლუს უწოდებენ.

ხუროთმოძღვრება

რედაქტირება

თავისი არქაული ფორმით ციხე ერთ მთლიან გიგანტურ ბლოკს წარმოადგენს, რომლის შიგნით არავითარი სიღრუე არ შეიმჩნევა და ციკლოპური ნაგებობის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე ციხესიმაგრისას. აგებულია კვადრატული მოხაზულობის კარგად გამომწვარი აგურისაგან (29x22x5) მოჭარბებული კირის დუღაბზე. აღსანიშნავია, რომ ნაგებობას ადამიანის სიმაღლის დონეზე დატანებული აქვს ხვრელი, რომლის დიამეტრი 20 სმ-ს უდრის, ხოლო სიგრძე კი 470 სმ-ს აღწევს. უცნობია თუ რა დანიშნულებას ასრულებდა აღნიშნული ხვრელი. ციხის ნაგებობის წყობაში ნახმარი აგური, დუღაბის სტრუქტურა და მშენებლობის ტექნიკა ლექართის ტაძრის ტეტრაკონქის სვეტების წყობაში გამოყენებული აგურისა და ხსნარის იდენტურია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ილია ადამია, ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, საინგილო — თბილისი, 1979.
  1. SIL (Summer Institute of Linguistics) International Electronic Survey Reports 2005: The Sociolinguistic Situation of the Tsakhur in Azerbaijan დაარქივებული 2012-03-14 საიტზე Wayback Machine.