ილია ადამია

ქართველი არქიტექტორი

ილია ადამია (დ. 30 იანვარი, 1913, სენაკი — გ. 27 ივნისი, 1982) — ქართველი არქიტექტორი, არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი (1949), არქიტექტურის ისტორიკოსი.

ილია ადამია
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 30 იანვარი, 1913(1913-01-30)
დაბ. ადგილი სენაკი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 27 ივნისი, 1982(1982-06-27) (69 წლის)
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქალაქ სენაკში. 1938 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1944 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მეცნიერულად შეისწავლა და გამოსცა ქართული ხალხური არქიტექტურის ნიმუშები და ძეგლები (აჭარა, აფხაზეთი, იმერეთი, საინგილო).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება