ჩარლზ დეივისი
ჩარლზ გეიტს დეივისი (ინგლ. Charles Gates Dawes; დ. 27 აგვისტო, 1865 — გ. 23 აპრილი, 1951) — ამერიკელი ბანკირი, გენერალი, დიპლომატი, კომპოზიტორი, პოლიტიკოსი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 1925-1929 წლებში, რესპუბლიკელი. მას მიენიჭა ნობელის პრემია 1925 წელს, რომელიც ოსტინ ჩემბერლენთან გაიზიარა.
ჩარლზ გეიტს დეივისი Charles Gates Dawes | |
აშშ-ის 30-ე ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1925 – 4 მარტი, 1929 | |
პრეზიდენტი | კალვინ კულიჯი |
წინამორბედი | კალვინ კულიჯი |
მემკვიდრე | ჩარლზ კურტისი |
დაბადებული | 27 აგვისტო, 1865 მარიეტა (ოჰაიო) |
გარდაცვლილი | 23 აპრილი, 1951 (85 წლის) ევანსტონი (ილინოისი) |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
ხელმოწერა |
დაიბადა მარიეტაში, ოჰაიოს შტატში. დეივისი შევიდა ცინცინატის სამართლის სკოლაში, ვიდრე დაიწყებდა სამართლებრივ კარიერას ლინკოლნში, ნებრასკაში. 1896 წელს ის უძღვებოდა უილიამ მაკ-კინლის საპრეზიდენტო კამპანიას ილინოისში.
დეივისი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა გენერლად. 1921 წელს პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა დეივისი შეარჩია საბიუჯეტო ბიუროს პირველ ხელმძღვანელად. დეივისი ასევე მსახურობდა მოკავშირეთა რეპარაციების კომისიაში, სადაც შეიმუშავა „დეივისის გეგმა“, გერმანული ეკონომიკის ბრძოლისთვის დასახმარებლად, თუმცა მისი გეგმა მოგვიანებით იუნგის გეგმამ ჩაანაცვლა.
1924 წლის რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ერთხმად წარადგინეს კალვინ კულიჯი,ხოლო ვიცე-პრეზიდენტად ჩარლზ დეივისი. რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს საპრეზიდენტო არჩევნებში და დეივისმა ფიცი დადო 1925 წელს, ვიცე-პრეზიდენტად გახდომისას.
1929 წელს პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰუვერმა აირჩია დეივისი გაერთიანებული სამეფოს ელჩის პოზიციაზე. დეივისი ასევე ცოტა ხნით უძღვებოდა ფინანსთა სარეკონსტრუქციო კორპორაციას, რომელიც ორგანიზებას უწევდა დიდი დეპრესიისას მთავრობის საპასუხო ნაბიჯებს. 1932 წელს გადადგა ამ პოზიციიდან და დაუბრუნდა საბანკო საქმეს. დეივისი 1951 წელს კორონარული თრომბოზით გარდაიცვალა.
ადრეული წლები
რედაქტირებადეივისი დაიბადა მარიეტაში, ოჰაიოში, ვაშინგტონის ოლქში. ის იყო სამოქალაქო ომის გენერლის რუფუს დეივისისა და მერი ბემან გეიტსის ვაჟი. რუფუს დეივისი მეთაურობდა ვისკონსინის მე-6 პოლკს (რკინის ბრიგადას) 1863 - 1864 წლებში ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში.
ჩარლზის ძმები, რუფუს დეივისი (უმცროსი), ბემან გეიტს დეივისი და ჰენრი მეი დეივისი, წარმოდგენილნი იყვნენ ბიზნეს და პოლიტიკურ ასპარეზზე. მას ჰყავდა ასევე ორი და, მერი ფრენსის დეივის ბიჩი და ბეტსი გეიტს დეივის ჰოიტი.
დეივისი იყო ედუარდ დოტის შთამომავალი, მეიფლაუერის მგზავრის, და ვილიამ დეივისის, რომელიც წაუძღვა პოლ რევერთან ერთად ბრიტანულ არმიას, როდესაც იფეთქა ამერიკის რევოლუციამ.
დეივისი დაქორწინდა კარო ბლაიმაიერზე 24 იანვარს, 1889 წელს. მათ შეეძინათ ვაჟი რუფუს ფეარინგი (1890-1912) და ქალიშვილი კაროლინი. მოგვიანებით წყვილმა იშვილა ორი ბავშვი, დანა და ვირჯინია.
განათლება
რედაქტირებადეივისმა დაამთავრა მარიეტას კოლეჯი 1884 წელს და ცინცინატის სამართლის სკოლა 1886 წელს. კოლეჯში ის დელტა იფსილონის ძმობის წევრი იყო.
ადრეული ბიზნეს კარიერა
რედაქტირებაროდესაც ლეიტენანტი ჯონ პერშინგი, არმიის მომავალი გენერალი, ნებრასკის უნივერსიტეტში სამხედრო ინსტრუქტორად მიიღეს, ის შეხვდა დეივისს და მათ შორის სამუდამო მეგობრობა ჩამოყალიბდა. დეივისი ასევე შეხვდა დემოკრატ კონგრესმენ ვილიამ ჯენინგს ბრაიანს და დაუმეგობრდა ბრაიანის შეხედულებებთან წინააღმდეგობისა.
დეივისი ლინკოლნიდან ჩიკაგოში გადავიდა 1893 წლის პანიკის პერიოდში. 1894 წელს დეივისმა გამოავლინა ინტერესი შუა აღმოსავლეთის ნავთობკომპანიების მიმართ და ორ მათგანს სათავეში ჩაუდგა ლა კროსში და ილინოისში.
ინტერესი მუსიკაში
რედაქტირებადეივისი თვითნასწავლი პიანისტი და კომპოზიტორი იყო. მისი კომპოზიცია Melody in A Major გახდა ცნობილი საფორტეპიანო და სავიოლინო მუსიკა1912 წელს. მელოდია ბევრ ოფიციალურ შეხვედრაზე იკვრებოდა, რომელშიც დეივისი მონაწილეობდა.
1951 წელს კარლ სიგმანმა დაამატა ტექსტი Melody in A Major-ს და გადაიქცა სიმღერად „It's All in the Game“. ამ სიმღერის ტომი ედვარდსისეული ჩანაწერი ნომერ პირველი ჰიტი გახდა ამერიკული ბილბორდებისთვის ექვსი კვირის მანძილზე, 1958 წელს. ედვარდსის ჩანაწერი იმ წლის ნომერ პირველ ჰიტად იქცა გაერთიანებულ სამეფოშიც.
მას შემდეგ უამრავმა ხელოვანმა ჩაწერა ეს სიმღერა, მათ შორის კლიფ რიჩარდმა, ისააკ ჰეიესმა, ჯეკი დე-შენონმა, ელტონ ჯონმა, მელ კარტერმა, დონი და მარია ოსმონდებმა, ბარი მანილომ და კეიტ ჯარეტმა.
დეივისი ერთადერთი ვიცე-პრეზიდენტია, რომელმაც ნომერ პირველი პოპ-ჰიტი შექმნა. მხოლოდ დეივისი და სონი ბონო არიან No. 1 პოპ-ჰიტის შემქმნელები შეერთებული შტატების სენატისა და წარმომადგენლობითი სახლის წევრებს შორის. ხოლო, ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის ასეთები მხოლოდ დეივისი და ბობ დილანი (მწერალი) არიან.
დეივისი იყო მუსიკალური საძმო Phi Mu Alpha Sinfonia-ს წევრი.
ადრეული პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაბიზნესში დეივისის თვალსაჩინო პოზიციებმა რესპუბლიკური პარტიის ლიდერების ყურადღება მიიპყრო. მათ სთხოვეს დეივისს ილინოისის ნაწილში უილიამ მაკკინლის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიის წარმართვა 1896 წელს. [1] მაკკინლის არჩევის შემდეგ, დეივსმა დაჯილდოვდა მისი ძალისხმევის გამო და დაინიშნა ვალუტის მაკონტროლებელად, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი. ამ თანამდებობაზე მსახურობდა 1898 წლიდან 1901 წლამდე.
1899 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ, დეივისი გახდა შეერთებული შტატების ერთგული ლეგიონის სამხედრო ორდენის პირველი კლასის თანაზიარი.
1901 წლის ოქტომბერში, დეივმა დატოვა ხაზინის დეპარტამენტი, რათა დაეკავებინა ადგილი აშშ-ს სენატში, ილინოისის შტატის წარმომადგენლად. ის თვლიდა, რომ მაკ-კინლის ადმინისტრაციის დახმარების გარეშე ამას ვერ შეძლებდა. მაკ-კინლი მოკლეს და მისმა მემკვიდრემ, პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა უპირატესობა დეივისის მეტოქეს მიანიჭა. 1902 წელს, საკანონმდებლო ოფისში ამ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დეივისმა განაცხადა, რომ მან ამით დაასრულა პოლიტიკური მოღვაწეობა. მან შექმნა ილინოისის Central Trust Company, რომელსაც მართავდა 1921 წლამდე.
1912 წლის 5 სექტემბერს, დევისის 21 წლის ვაჟი რუფუსი დაიხრჩო ჟენევის ტბაში, პრინსტონის უნივერსიტეტიდან საზაფხულო არდადეგების დროს. მისი ხსოვნის პატივსაცემად, დეივისმა შექმნა უსახლკაროთა თავშესაფრები როგორც ჩიკაგოში, ასევე ბოსტონში. ის დაეხმარა საკუთარი ვაჟის სასწავლებელს და ლოურენსვილის სკოლის, Lawrenceville School მშენებლობა დააფინანსა.
პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობა და ნობელის პრემია
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომის დროს, Dawes დაინიშნა მაიორად 1917 წლის 11 ივნისს. შემდგომში იგი დააწინაურეს ლეიტენანტ პოლკოვნიკად (1917 წლის 17 ივლისი) და პოლკოვნიკად (1917 წლის 16 იანვარი). 1918 წლის ოქტომბერში იგი დააწინაურეს ბრიგადის გენერლად. 1917 წლის აგვისტოდან 1919 წლის აგვისტომდე, დევისი მსახურობდა საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დროს, როგორც ამერიკული საექსპედიციო ძალების (AEF) წარმომადგენელი მოკავშირეთა სამხედრო საბჭოში. ომის შემდეგ. როგორც შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის წევრი. ის დაჯილდოვდა მედლით ღირსეული სამსახურისთვის და ფრანგული სამხედრო ჯვრის მედლით. იგი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში, როგორც SS Leviathan-ის ბორტის წევრი 1919 წლის აგვისტოში.
დეივისი გადადგა არმიიდან 1919 წელს და გახდა ამერიკული ლეგიონის წევრი. მან მხარი დაუჭირა ფრენკ ლოუდენს 1920 წლის რესპუბლიკელთაკანდიდატად წარსადგენად, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატად უორენ გამალიელ ჰარდინგი გავიდა. როდესაც შეიქმნა საბიუჯეტო ბიურო, იგი 1921 წელს დაინიშნა პრეზიდენტ ჰარდინგის მიერ, პირველ დირექტორად. ვაჭრობის მდივანმა ჰერბერტ ჰოვერმა იგი დანიშნა მოკავშირეთა რეპარაციების კომისიაში 1923 წელს. კომისიაში დეივისმა შეიმუშავა ე,წ. „დეივისის გეგმა“, რომელიც მოიცავდა პროგრამას გერმანიის ეკონომიკის აღდგენისთვის და სტაბილიზაციისთვის. ამ შრომისთვის მან 1925 წელს მიიღო ნობელის პრემია.დეივისის გეგმის თანახმად გერმანიის ეკონომიკისთვის აშშ-ს მნიშვნელოვანი სახსრები უნდა გამოყო, რომლებიც ობლიგაციებით გაყიდვის გზით გერმანიას საშუალებას აძლევდა აღედგინა ინდუსტრიული წარმოება ანაზღაურებული გადასახადების მიღებისას. 1929 წელს რეპარტაციების კომისიამ ოუენ იუნგის ხელმძღვანელობით შექმნილი გეგმით ჩაანაცვლა, რომელმაც შეამცირა სარეპარაციო ანაზღაურება.
უკანასკნელი წლები
რედაქტირებადეივისმა განაახლა როლი საბანკო საქმეში, თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში მსახურობდა City National Bank-ისა და Trust Co.–ის გამგეობის თავმჯდომარედ, 1932 წლიდან გარდაცვალებამდე. იგი გარდაიცვალა 1951 წლის 23 აპრილს, ევანსტონის სახლში, კორონარული თრომბოზით. დაკრძალულია ჩიკაგოში, როუზჰილის სასაფლაოზე
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Bliven, Bruce, «Dawes: Supersalesman», in The New Republic, 53 (1928) 263-267. A brief but excellent contemporaneous account of Dawes’s career.
- Dawes, Charles Gates. The Dawes papers are deposited in the Library of Northwestern University, Evanston, Ill. His books are listed here chronologically by date of publication.
- Dawes, Charles Gates, The Banking System of the United States and Its Relation to the Money and Business of the Country. Chicago, Rand McNally, 1894.
- Dawes, Charles Gates, Essays and Speeches. New York, Houghton, 1915.
- Dawes, Charles Gates, Journal of the Great War, 2 vols. New York, Houghton, 1921
- Dawes, Charles Gates, The First Year of the Budget of the United States. New York, Harper, 1923.
- Dawes, Charles Gates, Notes as Vice President, 1928-1929. Boston, Little, Brown, 1935.
- Dawes, Charles Gates, How Long Prosperity? New York, Marquis, 1937.
- Dawes, Charles Gates, Journal as Ambassador to Great Britain. New York, Macmillan, 1939.
- Sherman, Richard Garrett, Charles G. Dawes: An Entrepreneurial Biography, 1865-1951. Unpublished Ph.D. dissertation. Iowa City, Iowa, University of Iowa, 1960.
- Timmons, Bascom Nolly, Portrait of an American: Charles G. Dawes. New York, Holt, 1953.
- Leach, Paul Roscoe, That Man Dawes. Chicago, Reilly and Lee, 1930.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Charles G. Dawes – Biographical – Nobelprize.org
- "Charles G. Dawes Archive" დაარქივებული 2020-07-30 საიტზე Wayback Machine. Finding aid for the Charles G. Dawes archival collection
- Evanston History Center, headquartered in the lakefront Dawes house
- Notes As Vice President 1928–1929 by Charles G. Dawes
- Portrait Of An American by Charles G. Dawes
- ჩარლზ დეივისი. Find a Grave. ციტირების თარიღი: 2009-05-14.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Davis, Jr., Henry Blaine (1998). Generals in Khaki. Pentland Press, Inc. p. 81. ISBN 1571970886. OCLC 40298151