შხელდის მყინვარი
შხელდის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — დოლრაჭალის აუზში. წარმოადგენს უშბის მყინვარის მარჯვენა შენაკადს. სიგრძე 3,2 კმ, ფართობი 4,1 კმ². მყინვარის ენის სიმაღლეა 2600 მ-მდე. საზრდოობს შხელდის მასივიდან ჩამონადენი მყინვარებითა და თოვლის ზვავებით.
კოორდინატები: 43°08′51″ ჩ. გ. 42°38′40″ ა. გ. / 43.14750° ჩ. გ. 42.64444° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ფართობი | 4,1 კმ² |
სიგრძე | 3,2 კმ |
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 65.