უშბის მყინვარი

მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

უშბის მყინვარიხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 5,4 კმ, ფართობი 9,5 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2520 მეტრამდე. მყინვარის ზედაპირი ზემო ნაწილში დანაპრალებულია, ქვემოთ დაფარულია მორენული მასალით. მწვერვალების უშბისა და მაზერის კალთებზე იერთებს ორ მცირე, ხოლო შუაწელში, მარჯვნიდან — უფრო დიდ შენაკადს. საზრდოობს მწვერვალების მაზერის, უშბის, შჩუროვსკისა და შხელდის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით და თოვლის ზვავებით. მყინვარის ბოლოდან გამოდის მდინარე დოლრაჭალის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) ერთ-ერთ შემდგენელი, რომელიც 200 მ სიმაღლის ვერძის შუბლებზე ჩანჩქერებს ქმნის.

უშბის მყინვარი
კოორდინატები: 43°07′54″ ჩ. გ. 42°37′53″ ა. გ. / 43.1316694° ჩ. გ. 42.6316194° ა. გ. / 43.1316694; 42.6316194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
ფართობი 9,5 კმ²
სიგრძე 5,4 კმ
უშბის მყინვარი — საქართველო
უშბის მყინვარი
უშბის მყინვარი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
უშბის მყინვარი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება