შუმენის ციხესიმაგრე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შუმენის ციხე (ბულგ. Шуменска крепост) — არქეოლოგიური ადგილი, რომელიც გადაჰყურებს ქალაქ შუმენს ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში.

შუმენის ციხესიმაგრე
ბულგ. Шуменска крепост
მდებარეობა შუმენი, ბულგარეთი
ფუნქციური სტატუსი დაანგრიეს ოსმალებმა, ამჟამად ნაწილობრივ რესტავრირებულია
მფლობელი რომის იმპერია, ბიზანტიის იმპერია, ოსმალეთის იმპერია
აღდგენის წელი 2012
შუმენის ციხესიმაგრე ვიკისაწყობში

შუმენის ციხესიმაგრე აშენდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე საუკუნეებში და მოგვიანებით ძვ.წ. V საუკუნეში თრაკიელებს ეკუთვნოდათ. ჩვენი წელთაღრიცხვის II-IV საუკუნეებიდან, ციხე რომაელების კონტროლის ქვეშ გადავიდა, რომლებმაც კოშკები და კედლები ააშენეს, ხოლო ბიზანტიელებმა იგი გადააკეთეს გარნიზონის ქალაქად. შუმენი, როგორც ბულგარეთის იმპერიის მნიშვნელოვანი დასაყრდენი, აყვავდა შუა საუკუნეებში. XIV საუკუნეში, ოსმალეთის იმპერიის მიერ ვარნის ბრძოლაში, ვლადისლავ III-ის მეთაურობით, ქრისტიანულ ჯარზე გამარჯვების შემდეგ, ციხე განადგურდა. მას შემდეგ ციხე იქნა მიტოვებული.

2012 წელს პროექტის „ბულგარეთი იწყება აქ“ ფარგლებში დაიწყო ციხესიმაგრის აღდგენითი სამუშაოები. 2015 წელს ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) და ნორვეგიის გრანტების ფარგლებში გაწეული ფინანსური დახმარებით შუმენის მუნიციპალიტეტისა და შუმენის რეგიონალური ისტორიის მუზეუმისთვის, ნაწილობრივ დასრულდა.

მდებარეობა

რედაქტირება

ციხე აშენდა გორაზე, საიდანაც იშლება ქალაქ შუმენის შესანიშნავი ხედი. ის ქალაქ შუმენში ტომბულის მეჩეთიდან 5,5 კმ-ის დაშორებით და შუმენის პლატოს ბუნებრივი პარკის ტერიტორიაზ ემდებარეობს. ციხის შესასვლელიდან, დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით, 1981 წელს კომუნისტური რეჟიმის დროს ბულგარეთის სახელმწიფოს 1300 წლისთავის აღსანიშნავად, დაიდგა „ბულგარეთის სახელმწიფოს შემქმნელთა“ ძეგლი. საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ამ ძეგლიდან 300 მეტრში და აქედან 3 კმ სიგრძის გზა მიდის ციხემდე.[1][2]

ციხე წარმოადგენს ბულგარეთის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს. ძველი ბულგარელები, თურქი ხალხების ნახევრად მომთაბარე მეომარი ტომები, რომლებიც არ უნდა აგვერიოს თურქებთან, დუნაის სამხრეთით VII საუკუნის ბოლოს, ჩავიდნენ ახლანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში და დააარსეს პირველი ბულგარეთის იმპერია. ციხემ შექმნა ქალაქი შუმენი პირველი და მეორე ბულგარეთის სამეფოების დროს. 1957 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სოფელი, რომელიც თარიღდება პირველი იმპერიის რკინის ხანით (დაახლოებით ძვ. წ. IV ს.). თრაკიელები ამ ტერიტორიას მართავდნენ ჩვენი წელთაღრიცხვამდე V საუკუნიდან — II საუკუნემდე, მათ მოჰყვნენ რომაელები, რომლებიც მართავდნენ ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნიდანIII საუკუნემდე, შემდეგ კი — ადრეული ბიზანტია IVV საუკუნეებში .[3][4][5]

პირველი ბულგარეთის სამეფოს დროს ციხე იყო სიმაგრეების სისტემის ნაწილი, რომელიც იცავდა პლისკას და პრესლავს, დედაქალაქებსა და მადარის რელიგიურ ცენტრს. შემდეგ, XXII საუკუნეებში, იგი ფუნქციონირებდა როგორც მცირე ციხესიმაგრე. XIII საუკუნეში იგი კვლავ აყვავდა, როგორც აღორძინებული ბულგარეთის იმპერიის პოლიტიკური და ეკონომიკური ერთეული. როდესაც 1278 წელს ბიზანტიელებმა ივაილოს აჯანყების დროს დროებით აიღეს კონტროლი პრესლავზე, შუმენმა ისევ მოიპოვა ადმინისტრაციული და სამხედრო ცენტრის მნიშვნელობა. ციხე აგრძელებდა აყვავებას XIV საუკუნეში მანამ, სანამ თურქ-ოსმალებმა არ აიღეს იგი 1388 წელს მათი პირველი ვაზირის, Çandarlı ალი-ფაშას ლაშქრობის დროს.[5][6]

1444 წელს პოლონურ-უნგრელი წარმოშობის, პოლონეთის მეფე ვლადისლავ III (ვარნენციკი) (მმართველობის წლები 1440-1444), სათავეში ჩაუდგა დიდ ქრისტიანულ არმიას და სცადა ოსმალების განდევნა ევროპიდან, მაგრამ დამარცხდა და დაიღუპა ვარნასთან ბრძოლაში. ამ ბრძოლის შემდეგ ციხე გაძარცვეს და სრულად განადგურდა. ოსმალეთის მმართველებმა საბოლოოდ მიატოვეს იგი.[7]

შუმენის ციხესიმაგრე იყო XIV საუკუნის ყველაზე განვითარებული ციტადელი. 1957 წლიდან მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილია მრავალი არტეფაქტი და ნაგებობა. დანგრეული ციხე ნაწილობრივ აღდგა 2012-2015 წლებში. ციხის ძირში აღმოჩენილი იყო მონასტრები და ეკლესიები. ზოგიერთ მათგანს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1980-იან წლებში. 2015 წელს დასრულებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა მოიცვა ციხის კედლები და ციხესიმაგრის გარშემო გაიხსნა სასეირნო ბილიკები.

ტურიზმის წახალისებისთვის შექმნილია მხატვრული განათება, ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლის აღჭურვილობა, სარეკლამო ბროშურები და ზოგადი მართვის ასპექტები.[3][8]

შესწავლილია მონეტები და ბეჭდები. უნიკალური, ბრინჯაოში ჩამოსხმული მრგვალი ბეჭედი, ზემოდან ორთავიანი არწივით, იდენტიფიცირებულია, როგორც მეფე ივან ალექსანდრეს (მმართველობის წლები 1331–1371) კუთვნილება. ამტკიცებენ, რომ ბეჭედზე გამოსახულება მე-14 საუკუნის ბეჭდების საერთო მახასიათებელია, რომლებიც ასევე მზადდებოდა ოქროსა და ვერცხლისგან. [5] ციხის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა იყო კირქვის რაფა, რომლის ერთ მხარეს იყო გამოკვეთილი „ორთავიანი არწივი და ჩიტების თავებს შორის ხილული სამქიმიანი გვირგვინი“. ვარაუდობენ, რომ ეს ნიშანი გაკეთდა ბულგარეთის მმართველის მიერ ციხესიმაგრეში ვიზიტის დროს, ან შეიძლება იყოს ტარნოვოდან მმართველი უკანასკნელი იმპერატორის, ივან შიშმანის (რ. 1371–1395) გამოსახულებაა. 1970 წელს გათხრების დროს, შუმენის ციხის სამხრეთით, არქეოლოგმა კარელ შკორპილმა ეკლესიის ნაშთები აღმოაჩინა. ციხის კედელზე აღმოჩენილი წარწერა, რომელიც XIII საუკუნით თარიღდება, მონღოლების ხშირ თავდასხმებს ეხება.[9]

რესტავრაცია

რედაქტირება

შუმენის ციხესიმაგრის რესტავრაცია 2012 წელს პროექტის „ბულგარეთი იწყება აქ“ ფარგლებში დაიწყო. სამუშაო ევროპული ეკონომიკური ზონისა და ნორვეგიის გრანტებით გაცემული ფინანსური დახმარებით შუმენის მუნიციპალიტეტისა და შუმენის რეგიონალური ისტორიული მუზეუმისთვის[8][3] ნაწილობრივ დასრულდა 2015 წელს.

  1. Watkins & Deliso 2008, p. 165.
  2. Baker & Deliso 2013, p. 773.
  3. 3.0 3.1 3.2 Restoring Shumen Fortress - EEA Grants. EEA Grants - Norway Grants, Financial Mechanism Office (2010-08-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-28. ციტირების თარიღი: 2016-04-27
  4. Kassabova 2008, p. 91.
  5. 5.0 5.1 5.2 Cheynet & Sode 2006, p. 94.
  6. Fine 1987, p. 407.
  7. Cheynet & Sode 2006, p. 95.
  8. 8.0 8.1 Bulgaria’s Shumen Completes Restoration of Ancient and Medieval Shumen Fortress with Norway Funding. Archaeologyinbulgaria.com (2016-01-12). ციტირების თარიღი: 2016-04-27
  9. Petkov 2008, p. 427.