S-Bahn

(გადამისამართდა გვერდიდან შტადტბანი)

S-Bahn (გერმ. Stadtschnellbahn, Schnellbahn და Stadtbahn-ის შემოკლებით მიღებული) — ჩქაროსნული სარკინიგზო გზა. ტექნიკური და იურიდიული თვალსაზრისით წარმოადგენს სარკინიგზო, საქალაქთაშორისო და საქალაქო ტრანსპორტის სახეობას გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში.

მიუნხენის S-Bahn-ის მატარებელი მიწისქვეშა სადგურ მარიენპლაცზე

S-Bahn იკავებს შუალედურ ადგილს საქალაქო საზოგადოებრივ და გრძელ მარშრუტიან ტრანსპორტს შორის. იყენებს ჩვეულებრივ სარკინიგზო ხაზებს, როგორც ქალაქში, ისე მის შემოგარენში. S-Bahn-ის მოძრავ შემადგენლობას წარმოადგენს ელექტრო და იშვიათად მოტო მატარებლები. სადგურებს შორის მანძილი, როგორც წესი, რეგიონულ მატარებელთა (RegionalBahn) სადგურებზე მცირეა და მეტია ისეთ ტრანსპორტთან შედარებით, როგორიცაა მეტროპოლიტენი, ტრამვაი, ავტობუსი და ა.შ..

გავრცელების არეალი

რედაქტირება

პირველი S-Bahn გაიხსნა 1930 წლის დეკემბერში ქალაქ ბერლინში. S-Bahn ძირითადად გავრცელებულია გერმანიასა და ავსტრიაში. გერმანიაში S-Bahn წარმოადგენს გერმანული სარკინიგზო გზის (Deutsche Bahn AG) ქვეგანყოფილებას.

 
S-Bahn-ის ლოგო გერმანიაში
 
 
S-Bahn-ის მატარებელი ჰანოვერის შემოგარენში

გერმანიაში არსებობს S-Bahn-ის 13 სისტემა, რომელთაგან ნაწილი ერთდროულად რამდენიმე ქალაქს ემსახურება.

სისტემათა ჩამონათვალი:

 
ვენის S-Bahn-ის ლოგო

ავსტრიაში S-Bahn-ის სისტემა გააჩნიათ ვენაში და ზალცბურგში.

  • ვენის S-Bahn - საქალაქო და საქალაქთაშორისო ელქტრომატარებლების ქსელი - გაიხსნა 1962 წლის 17 იანვარს და 2007 წლის მონაცემებით მოიცავდა 5 საქალაქო მარშრუტის და 9 საქალაქთაშორისო ხაზს. საერთო სიგრძე 26-დან 85 კმ.-მდეა. 1984 წლიდან ვენაში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გამოიყენება საერთო ტარიფის სისტემა, რაც მოსახეხებელს ხდის S-Bahn-ის გამოყენებას. ვენის ცენტრში, მთავარ კორიდორზე, S-Bahn აკეთებს 7.5 წუთიან ინტერვალებს.
  • ვენის შტადტბანი (გერმ. Wiener Stadtbahn) - გაიხსნა 1989 წელს.
 
სადგური მიტიშაში

რუსეთში S-Bahn-ის ტიპის ტრანსპორტად შეიძლება ჩაითვალოს საქალაქო ელქტრომატარებლები ახალ მოსკოვში, ვოლგოგრადში და ვლადივოსტოკში.

დსთ-ს სხვა ქვეყნები

რედაქტირება

ფუნქციებით S-Bahn-ის მსგავს სისტემას წარმოადგენს, ყაზახეთის ქალაქ სტეფნოგორის საქალაქო ელექტრომატარებელი. S-Bahn-ის სისტემა იგეგმება კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში. ასევე, ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკში.

სხვა ქვეყნები

რედაქტირება

S-Bahn-ის მსგავსი სისტემა მრავალ ქვეყანაშია. მაგ.: ქალაქ კოპენჰაგენს და მის შემოგარენს ემსახურება S-Tog. საფრანგეთში არსებობს სისტემა RER (ფრანგ. Réseau Express Régional). RER-ის სისტემა დღეისათვის იგეგმება ბელგიაში. S-Bahn-ის ტიპის სისტემები გააჩნიათ შვეიცარიაში, ჰონკონგში, სინგაპურსა და იაპონიაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=S-Bahn&oldid=4674560“-დან