შოთხვი
შოთხვი (ლათ. Prunus padus) — მცენარის სახეობა ვარდისებრთა ოჯახისა. ტანდაბალი ხე ან იშვიათად ბუჩქნარია. სიმაღლე 0,6-10 მ. აქვს წაგრძელებული და ხშირი ვარჯი. ქერქი მქრქალია, მოვაშო-მონაცისფრო. ფოთლების სიგრძე 3-10 (იშვიათად 15) სმ აღწევს. ყვავილები თეთრი ან ვარდისფერი აქვს. ნაყოფი შავია და სფეროსებრი მოყვანილობის, დიამეტრი — 8-10 მმ.
შოთხვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Prunus padus Padus racemosa (ძვ.) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 172090 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
გავრცელების ბუნებრივი არეალია: ჩრდილოეთი აფრიკა (მაროკო), სამხრეთი, ცენტრალური, დასავლეთი, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ევროპა, მცირე, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, სამხრეთი კავკასია. უპირატესობას ანიჭებს ნოყიერ ნიადაგს. უმეტესწილად იზრდება მდინარეთა ნაპირებზე, მდინარისპირა ტყეებში, ბუჩქნარებში და სხვ. მრავლდება ვეგეტატიურად, ზოგჯერ თესლით. კულტივირებულია როგორც დეკორატიული მცენარე. სამკურნალოა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შოთხვი – ბოტანიკური ლექსიკონი (ქართული ენა)
- შოთხვი – აღწერა დაარქივებული 2012-06-11 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- შოთხვი – აღწერა დაარქივებული 2012-10-12 საიტზე Wayback Machine. (რუსული)