შარახ ფაჩალია (დ. 20 მაისი, 1914, სოფელი ააცი, გუდაუთის რაიონი — გ. ნოემბერი, 2000, სოხუმი) — აფხაზი მსახიობი, თეატრის რეჟისორი და დრამატურგი. აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო არტისტი (1940), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1955), სსრკ სახალხო არტისტი (1982).

შარახ ფაჩალია
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1914
ააცი, სოხუმის ოკრუგი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი ნოემბერი, 2000
სოხუმი
ეროვნება აფხაზი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
აფხაზეთის რესპუბლიკა
პროფესია მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი
ჯილდოები სსრკ-ის სახალხო არტისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1933 წელს დაამთავრა სოხუმის ვ. დომოგაროვის დრამატული სტუდია, 1939 წელს კი — თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული აფხაზური სტუდია.

1931 წლიდან სოხუმის თეატრის აფხაზური დასის მსახიობი და რეჟისორი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: იაგო (შექსპირის „ოტელო“), დანაყაი, ძუკუ (მ. ლაკერბაის „დანაყაი“, „საბიდას ხევში“), ბატალი (ჭანბას „მაჰაჯირი“), შუშანი (გ. გულიას „გმირთა კლდე“), ვლადიმერ ხარაზია (შ. ფაჩალიას „უკვდავება“), ოსიპი (გოგოლის „რევიზორი“), ოთარბეგი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), აგაბო ბოგვერაძე (ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), ხაჯარათი (ბ. შინკუბას „სიმღერა კლდეზე“) და სხვა. დადგმებიდან აღსანიშნავია: დ. დავურინის „ვოლკოვების ოჯახი“, ა. ოსტროევსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“, დ. გულიას „მოჩვენებანი“, ა. ცაგარელის „ხანუმა“ და სხვა. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. აფხაზეთის თეატრისა და დრამატურგიის განვითარებას ხელი შეუწყო მისმა პიესებმა: „გუნდა“, „დიდი ქორწილი“, „უკვდავება“, „მაზლოუ“, „დაღუპული სიცოცხლე“ და სხვა.

2005 წლიდან ტყვარჩელის კომედიის თეატრი, რომლის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო შარახ ფაჩალია, ატარებს მის სახელს.[1]

 
აფხაზეთში გამოცემული საფოსტო მარკა შარახ ფაჩალიას გამოსახულებით

ფილმოგრაფია

რედაქტირება
  • 1974 — „თეთრი ყაბალახი“ (ესლანი)
  • 1975 — „შავი ზღვის პირას“ (ეპიზოდი)
  • 1977 — „ახალმთვარეობის ღამეს“ (გედლაჩი)
  • 1986 — „ჩეგემური დეტექტივი“ (თავმჯდომარე)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. В Ткурачалском театре состоялась премьера сказки для детей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-31. ციტირების თარიღი: 2011-03-31