ყაურმა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
ყაურმა — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ეშტიის თემში. მდებარეობს ჯავხეთის ზეგანზე, მდინარე ფარავნის ნაპირებზე, ნინოწმინდიდან 5 კმ, ახალქალაქიდან 10 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
ყაურმა | |
სოფ. ყაურმა და ტონთიოს ხიდი (ხედი სამხრეთიდან). | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ეშტია |
კოორდინატები | 41°19′20″ ჩ. გ. 43°35′00″ ა. გ. / 41.32222° ჩ. გ. 43.58333° ა. გ. |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 302[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელში მდინარე ფარავანზე გადებულია XII საუკუნის ხუთთაღიანი ტონთიოს ხიდი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. გადმოცემის მიხედვით ხიდზე იყო ქართული წარწერა. სოფელში არის XI საუკუნის 30-იანი წლებით დათარიღებული ეკლესია. მისი სამხრეთ კარის თავზე დევს გრძელი ქვა, რომელზეც ლაპიდარული წარწერაა. ასევე წარწერაა ეკლესიის დასავლეთ კედელზე, ფანჯრის ქვეში. წარწერებზე მოხსენიებულნი არიან საქართველოს მეფე გიორგი I და კათალიკოს-პატრიარქები მელქისედეკ I და იოანე V ოქროპირი.
„ქრისტე ადიდე გიორგი მეფე და შვილნი მათნი.“
|
„ქრისტე ადიდე მელქისედეკ ქართლისა კათალიკოსი და შეეწიე დღესა ამას ამინ.“
|
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
სოფელი ყაურმა. ხიდი. საერთო ხედი
-
სოფელი ყაურმა. ხიდის თაღის დეტალი
-
სოფელი ყაურმა. ქვაფენილი ხიდზე
-
ეკლესიის ფასადი
-
ეკლესიის ფასადი
-
ბარელიეფი და წარწერა ეკლესიის ფასადზე
-
ხედი სოფელ ყაურმაზე და ხიდზე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 631.
- ჟურნალი „მოგზაური“ N3 გვ. 209-201 1901 წ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.