ღოღნოშო (ლათ. Prunus domestica insititia) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახის ქლიავის გვარისა. ხშირად მორფოლოგიური ნიშან-თვისებების მიხედვით ახლოს მდგომ ქლიავის (ლათ. Prunus domestica) ქვესახეობად განიხილება. ნაყოფი ერთკურკიანია, პატარა, უმეტესად ლურჯად შეფერილი. იყენებენ ნედლად და გადამუშავებული სახით. მრავლდება თესლით, ამონაყარით, მწვანე კალმებით. იყენებენ საძირედ. კულტივირებულია აღმოსავლეთ ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში.

ღოღნოშო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  ქლიავი
სახეობა:  ღოღნოშო
ლათინური სახელი
Prunus insititia
Prunus domestica insititia

საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული, უმთავრესად ხარობს ქარელის, ხაშურის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მსხვილნაყოფა ღოღნოშო გვხვდება რაჭა-ლეჩხუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება