ღვარები
ღვარები — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ატენის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
ღვარები | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ატენი |
კოორდინატები | 41°55′46″ ჩ. გ. 44°00′46″ ა. გ. / 41.92944° ჩ. გ. 44.01278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1100 მ |
მოსახლეობა | 24[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ათრევის (მდინარე ტანის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, გორიდან 11 კილომეტრის დაშორებით.
სოფელში დგას გვიანდელი ფეოდალური ხანის წმინდა გიორგის ეკლესია. 1840-იან წლებში ღვარებში, საკუთარ მამულში, ელიზბარ და დიმიტრი ერისთავებმა გამართეს შუშის ქარხანა, რომელმაც 1870-იანი წლების ბოლომდე იარსება.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 24 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 26 | 13 | 13 |
2014[1] | 24 | 16 | 8 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 586.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II