ქვემო ალევი
ქვემო ალევი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (კორინთის თემი), ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ალეურის (ქსნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1050 მ, ახალგორიდან 8 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 81 კაცი.
სოფელი | |
---|---|
ქვემო ალევი | |
ქვეყანა | საქართველო |
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული |
მუნიციპალიტეტი | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
თემი | კორინთა |
კოორდინატები | 42°11′34″ ჩ. გ. 44°30′10″ ა. გ. / 42.19278° ჩ. გ. 44.50278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1050 მ |
მოსახლეობა | 81 კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ქვემო ალევიდან ბარის სოფლებში არიან გადასახლებულები ღუნაშვილები (მაგ., ოძისში).[1]
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 512.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გვრიტიშვილი დ., ფეოდალერი საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ.: „სახელგამი“, 1955. — გვ. 76.