ქვემო ალევის მიქელ-გაბრიელის კომპლექსი

ქვემო ალევის მიქელ-გაბრიელის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალევში. აგებულია შუა საუკუნეებში.

მდ. ალეურას მარჯვენა ნაპირზე, მაღალი მთის ფერდობზე შემორჩენილია ეკლესიისა და სხვა ნაგებობათა ფრაგმენტები. ეკლესია მთლიანად ჩახერგილია დიდი ზომის ჩამონაშალი ქვებით, რაც ართულებს მის აზომვას. ქვა უხეშადაა თლილი. გარშემო მიწის დონე აწეულია. ტერიტორია მოფენილია ნაყარი ქვით. ამოსულია დიდი ზომის ხეები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 172-173