ქვემო ალევის ღვთისმშობლის ეკლესია

ქვემო ალევის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალევში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. შესასვლელი თაღი შირიმითაა გადაყვანილი. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. სფერული კონქი გადაყვანილია ქვის რადიალური რიგებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. ეკლესიის დარბაზს ხარისხი გასდევს. სამხრეთი შესასვლელი შიგნით არქიტრავული - გარეთ თაღოვანია. კარი ნაოთხალია. დასავლეთ კედელში სარკმელია გაჭრილი. ინტერიერში შირიმის სამიბუნის ქვა დგას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 172