ქვათახევისთავი
ქვათახევისთავი — მთა საქართველოში, კახეთის მხარის ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ლოპოტისა და ინწობის წყალგამყოფ გირგალ-საჯიხვის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1966 მ. აგებულია ქვედაიურული ასპიდური ფიქლებით, თიხაფიქლებით და ქვიშაქვებით. მთის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კალთა ციცაბოა, დასავლეთი შედარებით დამრეცი. შემოსილია ფოთლოვანი ტყით, სადაც ჭარბობს წიფელი, მუხა, რცხილა, იფანი, ცაცხვი და სხვა.
ქვათახევისთავი | |
---|---|
კოორდინატები: 42°05′07″ ჩ. გ. 45°42′01″ ა. გ. / 42.085417° ჩ. გ. 45.700500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1966 მ |
ქედი | გირგალ-საჯიხვის ქედი |
ამგებელი ქანები | ფიქალი, თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 506.