გირგალ-საჯიხვის ქედი

ქედი საქართველოში, კახეთის მხარეში

გირგალ-საჯიხვის ქედიქედი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. კახეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება, მდინარეების ლოპოტისა და ინწობის (ალაზნის მარცხენა შენაკადები) წყალგამყოფი. იწყება კავკასიონზე საჯიხვისთავის მთასთან (2872 მ), მთავრდება სოფ. შაქრიანთან. ქედის ჩრდილოეთი მონაკვეთი საჯიხვის, ხოლო სამხრეთი გირგალის სახელითაა ცნობილი. აგებულია იურიული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. გარდა საჯიხვისთავისა, ქედზე აღმართულია მთები: გირგალი, ქვათახევისთავი, ხერხემლისმაღალი და სხვა. ქედის კალთები ძლიერ დანაწევრებულია ხევ-ხეობებით, რომელთა შორის კარგად განვითარებული წყალგამყოფებია (პირჩიტა, მერქნისწვერი). გირგალ-საჯიხვის ქედის კალთები დაფარულია ფართოფოთლოვანი ტყით (ჭარბობს წიფელი). ჩრდილოეთ მონაკვეთის თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია.

გირგალ-საჯიხვის ქედი
კოორდინატები: 42°05′59″ ჩ. გ. 45°42′16″ ა. გ. / 42.099750° ჩ. გ. 45.704667° ა. გ. / 42.099750; 45.704667
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყვარლის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი საჯიხვისთავი
სიმაღლე 2872 
ამგებელი ქანები თიხაფიქალი, ქვიშაქვა
გირგალ-საჯიხვის ქედი — საქართველო
გირგალ-საჯიხვის ქედი
გირგალ-საჯიხვის ქედი — კახეთის მხარე
გირგალ-საჯიხვის ქედი

ლიტერატურა

რედაქტირება