ქერცლოვანა (ლათ. Pholiota squarrosa) — ქერცლოვანას გვარის სოკო სტროფარიასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.

ქერცლოვანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  სტროფარიასებრნი
გვარი:  ქერცლოვანა
სახეობა:  ქერცლოვანა
ლათინური სახელი
Pholiota squarrosa (Oeder) P.Kumm., 1871

დაბალი ხარისხის საჭმელ სოკოდ ითვლება. ზოგიერთი წყარო მას არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს. იზრდება ჯგუფებად ცოცხალ ფოთლოვან, იშვიათად წიწვიანი ხეების გამხმარ და დამპალ მერქანზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა გერმანელ-დანიელმა ბოტანიკოსმა ჯორჯ კრისტიან ედერმა 1790 წელს როგორც Agaricus squarrosus. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს.[1]

ქუდის დიამეტრი 5-12 სმ, სიმწიფეში ზოგჯერ 20 სმ-მდე აღწევს, ნახევარსფეროსებრი ან კოსუსური, შემდეგ ამოზნექილი და ბრტყლად ამოზნექილი, შეკეცილი კიდეებით, არაჰიგროფანული, კიდეებთან ჩვეულებრივ ახასიათებს საბურველის ჩამოუცვენელი ნარჩენები. ზედაპირი დაფარულია მშრალი ღია-ყვითელი ქერცლებით, ლორწოვანია, ყვითელი-ნარინჯისფერი.

რბილობი — ღია ყვითელი ფერის, ფირფიტების ზემოდან მომწვანო, ზოგჯერ სუსტად გამოხატული მიწის სუნითა და ბოლოკისმაგვარი გემოთი.[2]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილი, ყვითელი ფერის, ასაკთან ერთად ჟანგმიწისფერ-მურა ელფერს იღებს.

ფეხის სიგრძე — 5-19, 1-3 სმ, ახასიათებს ბოჭკოვანი საყელო, საყელოს ზემოდან მოთეთროა, ქვემოთ — მოწითალო-ყავისფერი, დაფარულია უფრო მუქი ჯაგრისებრი, კონცენტრულად განწყობილი ქერცლებით.

სპორების ფხვნილი — ჟანგისფერ-მურა. სპორები — 6-8×4-5 მკმ, გლუვი, ელიფსისებრი.[3]

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

გავრცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას.[4]

საპტროტროფია ან პარაზიტი, რომელიც იზრდება ჯგუფებად ცოცხალ ფოთლოვან, იშვიათად წიწვიანი ხეების გამხმარ და დამპალ მერქანზე. გვხვდება პარკებსა და ბაღებშიც.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

გამოყენება

რედაქტირება

დაბალი ხარისხის საჭმელ სოკოდ ითვლება. ზოგიერთი წყარო მას არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს.[5][6]ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილია მსუბუქად მოწამვლის რამდენიმე შემთხვევა. ალკოჰოლთან ერთად შესაძლოა მომწამვლელიც იყოს. გააჩნია სამკურნალო თვისებები.[7]

ახასიათებს ბოლოკის გემო. მოხარშვის შემდეგ სხვა სოკოებთან ერთად ამარინადებენ ან ამარილებენ (აუცილებლად სანელებლების გამოყენებით)[8].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Noordeloos, M.E., 4 // Flora agaricina Neerlandica, 1999. — გვ. 83, ISBN 90-5410-493-7.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kummer P. (1871). Der Führer in die Pilzkunde, 1 (გერმანული), გვ. 84. 
  2. Jordan M. (2004). The Encyclopedia of Fungi of Britain and Europe. London: Frances Lincoln, გვ. 262. ISBN 0-7112-2378-5. [მკვდარი ბმული]
  3. Barbara Gumińska, Władysław Wojewoda: Grzyby i ich oznaczanie. Warszawa: PWRiL, 1985. ISBN 83-09-00714-0.
  4. (2000) Fungal Strategies of Wood Decay in Trees. Springer, გვ. 138. ISBN 978-3-540-67205-0. 
  5. Till R. Lohmeyer, Ute Kũnkele: Grzyby. Rozpoznawanie i zbieranie. Warszawa: 2006. ISBN 978-1-40547-937-0.
  6. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 175, ISBN 99940-856-1-1.
  7. Wangun HV, Hertweck C (2007). "Squarrosidine and pinillidine: 3,3′-fused bis(styrylpyrones) from Pholiota squarrosa and Phellinus pini". European Journal of Organic Chemistry. 2007 (20): 3292–95. doi:10.1002/ejoc.200700090.
  8. Ивойлов А. Растущие около пня // Наука и жизнь. — 2020. — № 8. — С. 75 — 76.