ქეი-ხოსროვ I
ქეი-ხოსროვ I (სპარს. غياث الدين كيخسرو بن قلج ارسلان, Ghīyāth al-Dīn Kaykhusraw bin Qilij Arslān; თურქ. I. Gıyaseddin Keyhüsrev; დ. ?; გ. 1211, აიდინის პროვინცია) — ქილიჩ-არსლან II-ის შვილი, რუმის სულთანი 1192–1196 და 1205–1211 წლებში.
ქეი-ხოსროვ I | |
---|---|
غياث الدين كيخسرو بن قلج ارسلان | |
ქეი-ხოსროვ I-ის ქანდაკება ანტალიაში, თურქეთი | |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1192 |
მმართ. დასასრული: | 1196 |
წინამორბედი: | ქილიჩ-არსლან II |
მემკვიდრე: | რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰი |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1205 |
მმართ. დასასრული: | 1211 |
წინამორბედი: | ქილიჩ-არსლან III |
მემკვიდრე: | ქეი-ქავუს I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | — ? |
გარდ. თარიღი: | 1211 |
გარდ. ადგილი: | აიდინის პროვინცია |
შვილები: |
ქეი-ქავუს I; ქეი-ყუბად I |
სრული სახელი: | Ghīyāth al-Dīn Kaykhusraw bin Qilij Arslān |
მამა: | ქილიჩ-არსლან II |
ქილიჩ-არსლან II-ის გადაწყვეტილება
რედაქტირება1186—1187 წლებში, ქილიჩ-არსლან II-მ გადაწყვიტა, რომ სასულთნო საკუთარი 9 ვაჟისთვის, ძმის შვილისთვის და ძმისთვის - შანქარ-შაჰისთვის გაენაწილებინა:
- ქუთბ ალი-დინ მალიქ-შაჰი — აქსარაი
- ქეი-ხოსროვ I — ბურგლარი
- რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰი — თოქათი
- ნასირ ად-დინ-შაჰი — ნიქსარი
- მუჯჰით ად-დინ-შაჰი — ელიბისთანი
- ნურ ად-დინ-მაჰმუდ-შაჰი — სივასი
- მუ-იზ-ად-დინ-შაჰი — მალათია
- არსლან-შაჰი — ნიგდე
- მასუდ-შაჰი — ანკარა
- შანქარ-შაჰი - ერეგლი
- ქილიჩ-არსლან II-ის ერთ-ერთი შვილის სახელი უცნობია.
პირველი მმართველობა (1192—1196)
რედაქტირებაქილიჩ-არსლან II-ის გარდაცვალების შემდეგ, ქეი-ხოსროვ I-მა თავის რუმის სულთნად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ეს იყო მამის სურვილი. მიუხედავად ამისა, მისი ძმები აქტიურად ჩაერთნენ არეულობაში. 1196 წელს, ქეი-ხოსროვ I-ის ძმის – ქუთბ ალი-დინ მალიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ, რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰმა მიისაკუთრა მისი კუთვნილი ტერიტორია აქსარაი და დაამხო ქეი-ხოსროვ I-ის მმართველობა (1192–1196), ამის შემდეგ კი თავი რუმის სულთნად გამოაცხადა.
ქეი-ხოსროვ I-ის დევნილობაში ყოფნა
რედაქტირებაქეი-ხოსროვ I ჯერ დამასკოში გაიქცა, ხოლო შემდეგ ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში, ალექსი III ანგელოსთან.
1203 წელს იგი ბიზანტიაში დაქორწინდა იმპერატორის კარის მოხელის მანუელ მავროზომის ქალიშვილზე[1], რომელიც რუმის მომდევნო ორი სულთნის დედა გახდა: ქეი-ქავუს I (1211-1220) და ქეი-ყუბად I (1220-1237).
1204 წელს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა კონსტანტინოპოლი აიღეს. ამ დროს, რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰი კონიაში გარდაიცვალა და რუმის სულთანი მისი შვილი – ქილიჩ-არსლან III გახდა.
მეორე მმართველობა (1205–1211)
რედაქტირებაძმის გარდაცვალების შემდეგ, გაქტიურდა დევნილობაში მყოფი ქეი-ხოსროვ I, რომელიც 1205 წელს სიმამრის დამხარებით დაბრუნდა სამშობლოში და ტახტიდან ჩამოაგდო ძმის შვილი, ქილიჩ-არსლან III. 1207 წლის მარტში, მან ანთალია ფრანკთა გარნიზონებს ჩამოართვა, რითაც მოიპოვა წვდომა ხმელთაშუა ზღვაზე და ამასთანავე, იტალიელებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო და სავაჭრო ხელშეკრულებას. ნიკიტა ქონიატეს გადმოცემის მიხედვით იგი 1211 წელს, ნიკეის იმპერატორმა თეოდორე I ლასკარისმა მოკლა, მეანდრის ხეობის მეორე ბრძოლაში[2]. დაკრძალულია ალაედინის მეჩეთში, კონია. მისი გარდაცვალების შემდეგ, რუმის სულთანი მისი შვილი — ქეი-ქავუს I გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Varzos, K. (1984), Ē genealogia tōn Komnēnōn, Thessaloniki, pp. 496–502.
სქოლიო
რედაქტირებაწინამორბედი: ქილიჩ-არსლან II |
რუმის სულთანი 1192–1196 |
შემდეგი: რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰი |
წინამორბედი: ქილიჩ-არსლან III |
რუმის სულთანი 1205–1211 |
შემდეგი: ქეი-ქავუს I |