ქილიჩ-არსლან II
ქილიჩ-არსლან II, აგრეთვე ცნობილი როგორც იზ ად-დინ ქილიჩ-არსლან ბინ მასუდი (ოსმ. قلج أرسلان; თურქ. Kılıç Arslan; სპარს. عز الدین قلج ارسلان بن مسعود; დ. 1113 — გ. 1192) — მასუდ I-ის შვილი, რუმის სულთანი 1156-1192 წლებში, გარდაცვალებამდე.
ქილიჩ-არსლან II | |
---|---|
عز الدین قلج ارسلان بن مسعود | |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1156 |
მმართ. დასასრული: | 1192 |
წინამორბედი: | მასუდ I |
მემკვიდრე: | ქეი-ხოსროვ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1113 |
გარდ. თარიღი: | 1192 |
სრული სახელი: | İzzeddin Kılıç Arslan bin Mesud |
მამა: | მასუდ I |
რელიგია: | სუნიზმი |
მმართველობა
რედაქტირება1156 წელს, მასუდ I-ის გარდაცვალების შემდეგ, რუმის სულთანი ქილიჩ-არსლან II გახდა.
1158-1161 წლებში ბიზანტილების მიერ განხორციელებული სამხედრო კამპანიები რუმის სასულთნოს წინააღმდეგ, 1162 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთი სასაზღვრო ტერიტორია, მათ შორის სივასი, ფულადი გადასახადის სანაცვლოდ ბიზანტიის იმპერიის ძალაუფლებაში მოექცა. საზავო ხელშეკრულების მოქმედება 1175 წლამდე გაგრძელდა, რადგან სულთანმა ზავის პირობები სათანადოდ არ შეასრულა. ქილიჩ-არსლან II-ს სურდა, რომ ბიზანტიის იმპერატორ მანუელ კომნენოსთან მოლაპარაკება ეწარმოებინა, მაგრამ 1176 წელს, იმპერატორმა გადაწყვიტა, რომ მოღალატე მეზობლისთვის ჭკუა ესწავლებინა და შეკრიბა არმია იმისთვის, რომ დაეპყროთ სასულთნოს დედაქალაქი — კონია. მან გადაწყვიტა, რომ აეღო ესქიშეჰირი და სუვლეა, ხოლო შემდეგ კონიაში შეჭრილიყო. სამხედრო კამპანიის განმავლობაში, კომნენოსმა მრავალი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რის გამოც, 1176 წლის 17 სექტემბერს ქილიჩ-არსლანის არმიამ ბიზნატიელები დაამარცხა[1] .
1180 წელს, სულთანმა ისარგებლა მანუელ კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიის იმპერიაში დამყარებული არასტაბილური სიტუაციით და გადაწყვიტა, რომ დაეცვა ანატოლიის სამხრეთი ტერიტორია. ამის განსახორციელებლად, მან ვეზირი იხთიარ ად-დინი სალადინთან ალიანსის შესაქმნელად გაგზავნა.
1182 წელს, ქილიჩ-არსლან II-მ ქუთაჰია დაიპყრო. 1185 წელს, იგი ისააკ II ანგელოსთან მშვიდობის დამყარებაზე შეთანხმდა.
სულთნის გადაწყვეტილება
რედაქტირება1186—1187 წლებში, ქილიჩ-არსლან II-მ გადაწყვიტა, რომ სასულთნო საკუთარი 9 ვაჟისთვის, ძმის შვილისთვის და ძმისთვის - შანქარ-შაჰისთვის გაენაწილებინა:
- ქუთბ ალი-დინ მალიქ-შაჰი — აქსარაი
- ქეი-ხოსროვ I — ბურგლარი
- რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰი — თოქათი
- ნასირ ად-დინ-შაჰი — ნიქსარი
- მუჯჰით ად-დინ-შაჰი — ელიბისთანი
- ნურ ად-დინ-მაჰმუდ-შაჰი — სივასი
- მუ-იზ-ად-დინ-შაჰი — მალათია
- არსლან-შაჰი — ნიგდე
- მასუდ-შაჰი — ანკარა
- შანქარ-შაჰი - ერეგლი
- ქილიჩ-არსლან II-ის ერთ-ერთი შვილის სახელი უცნობია.
გარდაცვალება
რედაქტირებაქილიჩ-არსლან II გარდაიცვალა 1192 წელს[2]. დაკრძალულია ალაედინის მეჩეთში, კონია.
მისი გარდაცვალების შემდეგ, ქეი-ხოსროვ I-მა თავის რუმის სულთნად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ეს იყო მამის სურვილი. მიუხედავად ამისა, მისი ძმები აქტიურად ჩაერთნენ არეულობაში.
სქოლიო
რედაქტირებაწინამორბედი: მასუდ I |
რუმის სულთანი 1156–1192 |
შემდეგი: ქეი-ხოსროვ I |