ალაედინ ქეიყუბადი

(გადამისამართდა გვერდიდან ქეი-ყუბად I)

ალაედინ ქეიყუბადი, აგრეთვე ცნობილი როგორც ქეი-ყუბად I (სპარს. علاء الدين كيقباد بن كيكاوس; თურქ. I. Alâeddin Keykûbad; დ. ?; გ. 1239) — აზიის სელჩუკთა სახელმწიფოს რუმის სულთანი 1219-1239 წწ. მის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. ალაედინ ქეიყუბადმა დალაშქრა ყივჩაყთა ქვეყანა, ყირიმი, კილიკიის სომხეთი, შეიერთა აღმოსავლეთ ანატოლიის მიწა-წყალი. მონღოლთა შემოსევების შედეგად დასუსტებულ საქართველოს წაართვა რამდენიმე ციხე-ქალაქი. ებრძოდა ხვარაზმელებს, მონღოლებსა და ბიზანტიელებს. 1220 წელს სავაჭრო ხელშეკრულება დადო ვენეციასთან. 1239 წელს ალაედინ ქეიყუბადი ტახტიდან ჩამოაგდო და მოწამლა მისმა შვილმა ყიასედინ ქაიხოსრომ.

ქეი-ყუბად I
علاء الدين كيقباد بن كيكاوس

ქეი-ყუბად I-ის ძეგლი ალანიაში
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1220
მმართ. დასასრული: 1237
წინამორბედი: ქეი-ქავუს I
მემკვიდრე: ქეი-ხოსროვ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1188
გარდ. თარიღი: 1237
მეუღლე: მაჰფარი ჰუნათ ხათუნი;
ადილა ღაზია ხათუნი;
ისმათ ალ-დუნია ვალ-დინი
შვილები: ქეი-ხოსროვ II
სრული სახელი: Alā ad-Dīn Kayqubād bin Kaykāvūs
მამა: ქეი-ხოსროვ I

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
ქეი-ქავუს I
რუმის სულთანი
1220–1237
შემდეგი:
ქეი-ხოსროვ II