ქაფშია, ქამსა (ლათ. Engraulis encrasicolus) — თევზი ქაფშიასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა ჩვეულებრივ 12–15 სმ, არაუმეტეს 20 სმ-ისა.[1] მაქსიმალური სარეკორდო წონა 49 გ.[2] გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. წაგრძელებული სხეული აქვს. ხმელთაშუა ზღვაში იზამთრებს 150–200 მ სიღრმეზე, ხოლო შავ ზღვაში 140 მ სიღრმეზე. ახასიათებთ კვებასთან, გამრავლებასთან და დაზამთრებასთან დაკავშირებული მიგრაციები. ცოცხლობს 3–4 წელი.[3] სქესობრივ სიმწიფეს შეუძლია ცხოვრების პირველივე წელს მიაღწიოს. იკვებება წვრილი პლანქტონური კიბოსნაირებით.[4] რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია აზოვისა და შავ ზღვებში. თანამედროვე ლიტერატურაში ადრე გამოყოფილი ცალკეული ქვესახეობები შავი ზღვის ქაფშია (ლათ. Engraulis encrasicholus ponticus) და აზოვის ზღვის ქაფშია (ლათ. Engraulis encrasicholus maeoticus) შავი ზღვის და აზოვის პოპულაციებისთვის არ განიხილება. ქაფშია დიდ ქარავნებად გვხვდება შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში.[4] მსუქანი და გემრიელი თევზია.[5]

ქაფშია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ქაშაყისნაირნი
ოჯახი:  ქაფშიასებრნი
გვარი:  ანჩოუსი
სახეობა:  ქაფშია
ლათინური სახელი
Engraulis encrasicolus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 198568
  1. Васильева Е. Д. Рыбы Чёрного моря. М.: ВНИРО, 2007
  2. European Anchovy. britishseafishing.co.uk.
  3. Европейский анчоус, хамса (Engraulis encrasicholus)
  4. 4.0 4.1 ქაფშია (ხამსა) ანუ ევროპული ანჩოუსი
  5. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 493.