ქაფშიასებრნი

თევზების ოჯახი

ქაფშიასებრნი (ლათ. Engraulidae) — თევზების ოჯახი ქაშაყისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 2-40 სმ ფარგლებშია. შეიცავს 17 გვარს და 140-ზე მეტ სახეობას. ფართოდაა გავრცელებული. ქაფშიასებრთა უმრავლესობა ზღვის ბინადარია, ქარავნული თევზებია, დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვთ საზღვაო თევზჭერაში. მისი მსოფლიო ნათევზავები წელიწადში 6.5 მილიონ ტონას ცდება. იყენებენ დამარილებულს, შებოლილს და დაკონსერვებულს.

ქაფშიასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანები
რიგი:  ქაშაყისნაირნი
ოჯახი:  ქაფშიასებრნი
ლათინური სახელი
Engraulidae
გვარები

ლიტერატურა რედაქტირება