ფუწყური (წარჩის თემი)
ფუწყური — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში (წარჩის თემი), სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ოქუმის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 48 მ, გალიდან 15 კმ, აჩიგვარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 436.