ფრედერიკ გრანტ ბანტინგი

(გადამისამართდა გვერდიდან ფრედერიკ ბანტინგი)

სერ ფრედერიკ გრანტ ბანტინგი (დ. 14 ნოემბერი, 1891, ალისონი (ონტარიო) — გ. 21 თებერვალი, 1941, ნიუფაუნდლენდი) — კანადელი ფიზიოლოგი. ინსულინის აღმოჩენისა და წმინდა სახით მიღებისათვის (1921-1922) სხვებთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია (1923).

ფრედერიკ გრანტ ბანტინგი
ინგლ. Frederick Grant Banting
დაბ. თარიღი 14 ნოემბერი, 1891(1891-11-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი Alliston
გარდ. თარიღი 21 თებერვალი, 1941(1941-02-21)[2] [3] [6] [10] [7] [9] (49 წლის)
გარდ. ადგილი Musgrave Harbour
დასაფლავებულია Mount Pleasant Cemetery[3]
მოქალაქეობა კანადა
საქმიანობა ექიმი, ფარმაკოლოგი და მკვლევარი
მუშაობის ადგილი Hospital for Sick Children, ტორონტოს უნივერსიტეტი და დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტორონტოს უნივერსიტეტი და Temerty Faculty of Medicine, University of Toronto
მეუღლე Marion Robertson და Henrietta Banting
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[11] [12] , კანადის მედიცინის დიდების დარბაზი[13] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი კომანდორი, Person of National Historic Significance, ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[14] , სამეფო საზოგადოების წევრი, სამხედრო ჯვარი[15] , Flavelle Medal, კანადის სამეფო საზოგადოების წევრი, ჯონ სკოტის მედალი[16] , Cameron Prize of the University of Edinburgh, honorary Fellow of the Royal College of Surgeons[17] და F.N.G. Starr Award[18]
ხელმოწერა

1923 წელს ბანტინგმა და ჯონ ჯეიმზ რიკარდ მაკლეოდმა მიიღეს ნობელის პრემია მედიცინაში.[19][20][21] ბანტინგმა ტიტული და თანხა გაიზიარა კოლეგასთან, ჩარლზ ბესტთან . 2018 წლის მონაცემებით ბანტინგი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია 32 წლის ასაკში, რჩება ნობელის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატად ფიზიოლოგიის / მედიცინის სფეროში.[22] იმავე წელს, კანადის მთავრობამ მისცა ბანტინგს უვადო დაფინანსება მისი საქმიანობის გასაგრძელებლად.[23] 1934 წელს მას მიენიჭა რაინდის ტიტული მეფე ჯორჯ V-ის მიერ.[24]

ადრეული წლები

რედაქტირება

ფრედერიკ ბანტინგი დაიბადა 1891 წლის 14 ნოემბერს ალისტონის მახლობლად მდებარე ფერმის სახლში, ონტარიოში.[25] უილიამ ტომსონ ბანტინგისა და მარგარეტ გრანტის ხუთი შვილიდან უმცროსი გახლდათ.[26] იგი შევიდა ალისტონის საჯარო სკოლაში. 1910 წელს, მან დაიწყო ზოგადი ხელოვნების პროგრამის სწავლა ვიქტორიის კოლეჯში, ტორონტოს უნივერსიტეტის ნაწილში. პირველი წლის წარუმატებლობის შემდეგ, მან მოითხოვა სამედიცინო პროგრამაზე გადასვლა 1912 წელს და მიიღეს კიდეც. მან სამედიცინო სკოლაში სწავლა დაიწყო 1912 წლის სექტემბერში.[27] :28–29

1914 წელს, 16 აგვისტოს, შემდეგ კი ოქტომბერში, იგი ცდილობდა შეერთებოდა არმიას, მაგრამ ცუდი მხედველობის გამო უარი უთხრეს.[27] :33–34 ბანტინგი წარმატებით შეუერთდა ჯარს 1915 წელს და სკოლაში დაბრუნებამდე ზაფხულის წვრთნა გაიარა. მის კლასს დაჩქარებულად ასწავლიდნენ, რადგან ომისთვის მეტი მედ-პერსონალი ჰყოლოდათ. ამრიგად, მან 1916 წლის დეკემბერში დაამთავრა სწავლა და მეორე დღეს სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად უხმეს.[27] :36–37 იგი დაჭრეს კამბრას ბრძოლაში 1918 წელს. დაზიანებების მიუხედავად, იგი სხვა დაშავებულებს თექვსმეტი საათის განმავლობაში ეხმარებოდა, ვიდრე სხვა ექიმმა არ შეაჩერა. მას მიენიჭა სამხედრო ჯვარი 1919 წელს, გმირობისთვის.[19] 1918 წელს მას ლონდონის ექიმთა სამეფო კოლეჯის მიერ მედიცინის, ქირურგიის და გინეკოლოგიის პრაქტიკის ლიცენზია მიენიჭა.

ბანტინგი ომის შემდეგ დაბრუნდა კანადაში და გაემგზავრა ტორონტოში მისი ქირურგიული მომზადების დასასრულებლად. სწავლობდა ორთოპედიულ მედიცინას და 1919–1920 წლებში იყო ბავშვთა ჰოსპიტალში რეზიდენტ-ქირურგი. ბანტინგმა ვერ შეძლო საავადმყოფოს პერსონალში ადგილის მოპოვება და ამიტომ მან გადაწყვიტა ლონდონში, ონტარიოში გადასვლა, სამედიცინო პრაქტიკის ასამაღლებლად. 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის მაისამდე მან განაგრძო ზოგადი პრაქტიკა, ხოლო ნახევარ განაკვეთზე ასწავლიდა ორთოპედიას და ანთროპოლოგიას ლონდონის, დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში, რადგან მისი სამედიცინო პრაქტიკა განსაკუთრებით წარმატებული არ ყოფილა. 1921-1922 წლებში იგი ლექციებს ატარებდა ფარმაკოლოგიაში, ტორონტოს უნივერსიტეტში. მან მიიღო მაგისტრის ხარისხი 1922 წელს, და ასევე მიენიჭა ოქროს მედალი.

სამედიცინო გამოკვლევა

რედაქტირება

ინსულინის იზოლაცია

რედაქტირება

სტატიამ, რომელიც მან პანკრეასის შესახებ წაიკითხა, განავრცო ბანტინგის ინტერესი დიაბეტის მიმართ . ბანტინგს მოუხდა საუბარი პანკრეასის შესახებ, მის ერთ – ერთ კლასში, დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში, 1920 წლის 1 ნოემბერს, რის გამოც კითხულობდა ცნობებს, რომლებსაც წერდნენ სხვა მეცნიერები.[27] :51–52 ბერნარდ ნაუნინის, ოსკარ მინკოვსკის,ევგენი ლინდსი ოპის, ედვარდ შარპი-შაფერის კვლევების მიხედვით და სხვათა ვარაუდით, დიაბეტი იწვევს ცილის ჰორმონის სეკრეციას პანკრეასის კუნძულების მიერ. შაფერმა დაასახელა ეს სავარაუდო ჰორმონი "ინსულინი". ფიქრობდა, რომ ჰორმონი აკონტროლებს შაქრის მეტაბოლიზმს; მისმა ნაკლებობამ გამოიწვია სისხლში შაქრის მომატება, რომელიც გამოიყოფა შარდში. პანკრეასის უჯრედებიდან ინსულინის მოპოვების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, სავარაუდოდ, პანკრეასის პროტეოლიზის ფერმენტის მიერ ინსულინის განადგურების გამო. გამოწვევა იყო მისი განადგურების დაწყებამდე ინსულინის პანკრეასიდან მოპოვების გზის გამონახვა.[19]

მოსე ბარონმა 1920 წელს გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღწერილია პანკრეასის სადინარის ექსპერიმენტული დახურვა ლიგატურით; ამან კიდევ უფრო იმოქმედა ბანტინგის აზროვნებაზე. ბანტინგი მიხვდა, რომ ეს პროცედურა ანადგურებს ტრიფსინის სეკრეციის უჯრედებს, მაგრამ არა ინსულინს. მას შემდეგ რაც ტრიფსინის სეკრეციის უჯრედები განადგურდა, ინსულინის მოპოვება შესაძლებელი იყო ლანგერჰანის კუნძულებიდან(პანკრეასის კუნძულები). ბანტინგმა ეს მიდგომა ტოროტონის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორ, ჯონ მაკლეოდთან განიხილა. მაკლეოდმა უზრუნველყო ექსპერიმენტული საშუალებები და მისი ერთ-ერთი სტუდენტის ჩარლზ ბესტის დახმარება ბანტინგისთვის. ბანტინგმა და ბესტმა, ბიოქიმიკოს ჯეიმზ კოლიფის დახმარებით დაიწყეს ინსულინის წარმოება.[19]

1921 წლის დეკემბრისთვის მან შეძლო მოზრდილთა პანკრეასისგან ინსულინის მოპოვება.[28] ღორის და საქონლის სხეული დარჩა ინსულინის პირველადი კომერციული წყარო, სანამ XX საუკუნის ბოლოს არ ჩანაცვლდა გენეტიკურად სინთეზირებული ბაქტერიით . 1922 წლის გაზაფხულზე, ბანტინგმა გაიარა კერძო პრაქტიკა ტორონტოში და დაიწყო დიაბეტით დაავადებულთა მკურნალობა. მისი პირველი ამერიკელი პაციენტი იყო ელიზაბეტ ჰიუჯ გოსეტი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩარლზ ევანზ ჰიუჯის ქალიშვილი.[29]

ბანტინგს და მაკლეოდს ერთობლივად მიენიჭათ 1923 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში. ბანტინგმა ფულადი ჯილდოს ნახევარი გაუყო ბესტს, ხოლო მაკლეოდმა ჯილდოს ნახევარი ჯეიმზ კოლიპს გაუნაწილა.[29]

 
ჩარლზ ბესტი და ბანტინგი, 1924.

ინსულინის შემდეგ

რედაქტირება

ბანტინგი დაინიშნა მედიცინის უფროს წარმომადგენლად ტოროტოს უნივერსიტეტში, 1922 წელს. მომდევნო წელს იგი აირჩიეს ახალ, ბანტინგისა და ბესტის სამედიცინო კვლევების კათედრაში, რომელიც ონტარიოს პროვინციის საკანონმდებლო ორგანოს მეშვეობით შეიქმნა. ასევე მსახურობდა საპატიო კონსულტანტ-ფიზიოლოგად ტორონტოში, დაავადებულ ბავშვთა საავადმყოფოში და დასავლეთ ტორონტოს საავადმყოფოში.

1938 წელს ბანტინგის დაინტერესებამ საავიაციო მედიცინაში განაპირობა მისი მონაწილეობა კანადის სამეფო საჰაერო ძალებთან (RCAF) კვლევაში, რომელიც ეხმიანებოდა ფიზიოლოგიურ პრობლემებს. ბანტინგი ხელმძღვანელობდა RCAF- ის რიგით პირველ კლინიკურ საინვესტიციო გაერთიანებას (CIU), რომელიც საიდუმლო დაწესებულებაში იყო განთავსებული, ტორონტოში, ყოფილი ეგლინტონ ჰანტ კლუბის საფუძველზე.[30]

მეორე მსოფლიო ომის დროს მან გამოიკვლია ავიატორების პრობლემები.[19] ის, ასევე დაეხმარა ვილბურ ფრენკს G-suit-ის(ტანისამოსი) გამოგონებაში.[27] :255  

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
ბანტინგი და მარიონ რობერტსონი თავიანთი ქორწილის დღეს

ბანტინგი ორჯერ დაქორწინდა. მისი პირველი ქორწინება მარიონ რობერტსონთან იყო 1924 წელს; მათ შეეძინათ ერთი შვილი, უილიამი (1929-1998). ისინი განქორწინდნენ 1932 წელს და ბანტინგი დაქორწინდა ჰენრიეტა ბალზე, 1937 წელს.[19]

1941 წლის თებერვალში ბანტინგი გარდაიცვალა. ბანტინგი და მისი ცოლი დაკრძალულნი არიან ტორონტოში მაუნტ ფლიზენთის სასაფლაოზე .[31]

ჯილდოები და ღირსებები

რედაქტირება
 
ტაიმის გარეკანი, 1923 წლის 27 აგვისტო

1923 წელს ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია მიანიჭეს [20][21] რომელიც მან გაზიარა მაკლეოდთან - მან მიიღო ტორონტოს უნივერსიტეტის რივერის პრემია (1922).[32] 1923 წელს კანადის პარლამენტმა მას ყოველწლიური ფულადი ჯილდო მიანიჭა 7500 დოლარის ოდენობით.[23] 1927 წელს ედინბურგის უნივერსიტეტის თერაპევტთა კამერონის პრემია მიიღო. იგი იყო მრავალი სამედიცინო აკადემიისა და საზოგადოების წევრი, კანადასა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ბრიტანული და ამერიკული ფიზიოლოგიური საზოგადოებების და ამერიკის ფარმაკოლოგიური საზოგადოების წევრი. 1934 წელს მას მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერის წოდება (KBE) [24] და გახდა დიაბეტთა ასოციაციის აქტიური ვიცე-პრეზიდენტი. 1935 წლის მაისში იგი აირჩიეს სამეფო საზოგადოების წევრად.[33][34][35] 2004 წელს ბანტინგი წარმოდგენილი იყო ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზში. 1941 წლიდან, დიაბეტით დაავადებულთა ამერიკულმა ასოციაციამ ბანტინგის სახელობის მედალი დააწესა დიაბეტის კვლევაში და მკურნალობაში გრძელვადიანი წვლილის მქონე პირთათვის.[36]

საპატიო ხარისხები

რედაქტირება

სერ ფრედერიკ ბანტინგმა მიიღო საპატიო ხარისხი რამდენიმე უნივერსიტეტიდან:

საპატიო ეპონიმები

რედაქტირება

ღონისძიებები

რედაქტირება


ლიტერატურა

რედაქტირება
  • Banting, F. G.; Best, C. H. (2009). „The Journal of Laboratory and Clinical Medicine: Vol. VII St. Louis, February, 1922 No. 5“. Nutrition Reviews. 45 (4): 55–57. doi:10.1111/j.1753-4887.1987.tb07442.x. PMID 3550540.
  • Bliss, Michael [1982] (1990). The Discovery of Insulin, 3rd, University of Toronto Press. ISBN 978-0-8020-8344-9. 
  • Jackson, A.Y. (1943). Banting as an Artist. Ryerson Press. 
  • Shaw, Margaret Mason (1976). Frederick Banting. Fitzhenry & Whiteside. ISBN 978-0-88902-229-4. 
  • Stevenson, Lloyd (1946). Sir Frederick Banting. Ryerson Press. 
  • Harris, Seale (1946). Banting's miracle; the story of the discoverer of insulin. Lippincott. 
  • Walters, Eric (2005). Elixir. Puffin Canada. ISBN 978-0-14-301641-0. 
  • Raju, T. N. (1998). „The Nobel Chronicles. 1923: Frederick G Banting (1891–1941), John J R Macleod (1876–1935)“. Lancet. 352 (9138): 1482. doi:10.1016/s0140-6736(05)61319-0. PMID 9808029.
  • Hudson, R. P. (1979). „New light on the insulin controversy (Frederick G. Banting and J. J. R. Macleod)“. Annals of Internal Medicine. 91 (2): 311. doi:10.7326/0003-4819-91-2-311. PMID 380438.
  • Fletcher, K. (2007). „Sir Frederick Banting homestead sold to developer, family outraged“. Canadian Medical Association Journal. 176 (12): 1691–92. doi:10.1503/cmaj.070613. PMC 1877854. PMID 17548378.
  • Shampo, M. A.; Kyle, R. A. (2005). „Frederick Banting – Nobel Laureate for Discovery of Insulin“. Mayo Clinic Proceedings. 80 (5): 576. doi:10.4065/80.5.576. PMID 15887423.
  • MacLeod, J. B. A. (2006). „Frederick G. Banting: Giving Prospects for Life from the Past to the New Millennium“. Archives of Surgery. 141 (7): 705–07. doi:10.1001/archsurg.141.7.705. PMID 16847245.
  • Elliot, J. C. (2004). „Banting – a Nobel artist“. The Medical Journal of Australia. 181 (11–12): 631. doi:10.5694/j.1326-5377.2004.tb06494.x. PMID 15588191.
  • Todhunter, E. N. (1953). „Frederick G. Banting, November 14, 1891–February 22, 1941“. Journal of the American Dietetic Association. 29 (11): 1093. PMID 13108539.
  • Les caprices du Nobel by William Rostène, ed. L'Harmattan (Paris), 2013 (in French) ISBN 978-2-343-01844-7

გარე ბმულები

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118506420 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 Find a Grave — 1996.
  4. University of Toronto, Laval University Dictionary of Canadian Biography, Dictionnaire biographique du Canada / G. Brown, D. Hayne, F. Halpenny et al. — UTP, Presses de l'Université Laval, 1959. — ISSN 0420-0446; 0070-4717
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. 9.0 9.1 Base biographiqueBIU Santé.
  10. Munk's Roll
  11. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1923Nobel Foundation.
  12. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  13. Laureates of The Canadian Medical Hall of Fameკანადის მედიცინის დიდების დარბაზი.
  14. ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი — 1973.
  15. Commonwealth War Graves Commission database
  16. https://thejohnscottaward.github.io/jsc/1901-1950.html
  17. Plarr's Lives of the Fellows
  18. https://www.cma.ca/get-involved/awards/fng-starr-award
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 19.6 ფრედერიკ გრანტ ბანტინგი საიტზე Nobelprize.org, წაკითხვის თარიღი: 30 აპრილი, 2020
  20. 20.0 20.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Royal Karolinska Institute. .
  21. 21.0 21.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Royal Karolinska Institute. .
  22. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  23. 23.0 23.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Toronto Daily Star. .
  24. 24.0 24.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Order of the British Empire. .
  25. (1959) The Discoverer of Insulin: Dr. Frederick G. Banting. 
  26. Frederick Grant Banting en (February 24, 2015). ციტირების თარიღი: April 4, 2016.
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 (1992) Banting: A Biography. 
  28. Rosenfeld, Louis (December 1, 2002). „Insulin: Discovery and Controversy“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  29. 29.0 29.1 Bliss, Michael (1982) The Discovery of Insulin. Chicago: University of Chicago Press. ISBN 978-0226058979. 
  30. Canadian Space Agency. Canada's Aerospace Medicine Pioneers – World War II Jump-Starts Aviation Medicine in Canada. Retrieved January 3, 2012. Error in webarchive template: Check |url= value. Empty.Category:Webarchive template errors
  31. Mount Pleasant Cemetery Website. ციტირების თარიღი: November 11, 2018
  32. Winners named for Reeve prize: F.G. Banting and C.H. Best are Granted Award (October 1922). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-29. ციტირების თარიღი: 2020-06-28.
  33. Best (November 1, 1942). „Frederick Grant Banting 1891–1941“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  34. List of Fellows of the Royal Society 1660 – 2007 (July 2007). ციტირების თარიღი: July 29, 2015
  35. Banting, Sir Frederick Grant. ციტირების თარიღი: November 13, 2013
  36. Wood, Matt. (2013-06-19) Graeme Bell Wins Banting Medal for Scientific Achievement Award en-US. ციტირების თარიღი: 2019-12-04
  37. Honorary Degrees Awarded, 1881–present. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2021. ციტირების თარიღი: July 29, 2015.
  38. 38.0 38.1 38.2 38.3 38.4 38.5 Banting, Frederick Grant, Sir, Papers. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 14, 2012. ციტირების თარიღი: July 29, 2015.
  39. McGill University Honorary Degree Recipients. ციტირების თარიღი: July 29, 2015. [მკვდარი ბმული]