ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლონდონი (ინგლ. London) — ინგლისურენოვანი ქალაქი კანადაში. მდებარეობს ონტარიოს შტატში. 2006 წლის აღწერის შედეგად აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 504,559 ადამიანს, ქალაქს მე-15 ადგილი უკავია მოსახლეობის მიხედვით კანადაში, ლონდონის აგლომერაციაში ცხოვრობს 457,720 ადამიანი. ლონდონის ფართობი შეადგენს 837.9 კმ²-ს.

ქალაქი
ლონდონი
London

ლონდონი მდინარე ტემზაზე
დროშა

ქვეყანა კანადის დროშა კანადა
პროვინცია ონტარიო
კოორდინატები 42°58′57″ ჩ. გ. 81°15′14″ დ. გ. / 42.98250° ჩ. გ. 81.253972° დ. გ. / 42.98250; -81.253972
დაარსდა 1826
ფართობი 420.57 კმ²
ცენტრის სიმაღლე 251±1 მეტრი
მოსახლეობა 504,559 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 451.6 კაცი/კმ²
აგლომერაცია 837.9
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 519, 226 და 548
საფოსტო ინდექსი N5V ke N6P
ოფიციალური საიტი london.ca
ლონდონი (ონტარიო) — კანადა
ლონდონი (ონტარიო)
ლონდონი (ონტარიო) — ონტარიო
ლონდონი (ონტარიო)

ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ონტარიოს, ეირის და ჰუძონის ტბები, ხოლო ქალაქში მიედინება მდინარე ტემზე, მდინარის გარშემო მდებარეობს პარკები და სკვერბი, მათგან აღსანიშნავია ვიქტორიის და სპრინგბეკის პარკები.

ამ ტერიტორიებზე უძველესი დროიდან, სახლობდნენ ინდიელები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილი ადამიანის ფრაგმენტები 10 ათასი წლით თარიღდება [1]. ამ ტერიტორიებზე დასახლებული პუნქტის დაარსება გადაწყდა 1793 წელს, ეს ტერიტორია ამ პერიოდში შედიოდა ქვემო კანადის შემადგენლობაში. ლონდონი დაარსდა 1826 წელს, თავდაპირველად მას სოფლის სტატუსი ჰქონდა, 1855 წლიდან კი ლონდონი უკვე ქალაქია. ლონდონის დაარსების დროს გაერთიანებული სამეფოს მონარქი იყო ჯორჯ III.

ლონდონის ყოველწლიური ნალექების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და ის შეადგენს 987.1 მმ-ს, ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია იანვარი და თებერვალი.


წლიური ამინდი — London
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °C (°F) 16.7 (62) 17.8 (64) 24.8 (77) 29.4 (85) 32.4 (90) 38.2 (101) 36.7 (98) 37 (99) 34.4 (94) 30 (86) 24.4 (76) 18.5 (65)
საშუალო მაღალი °C (°F) -2.4 (28) -1.4 (29) 4.2 (40) 11.6 (53) 19 (66) 23.8 (75) 26.3 (79) 25.2 (77) 20.9 (70) 14 (57) 6.9 (44) 0.6 (33) 12,4 (54)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) -10.1 (14) -9.7 (15) -4.7 (24) 1 (34) 7 (45) 12.1 (54) 14.6 (58) 13.7 (57) 9.6 (49) 4 (39) -0.7 (31) -6.5 (20) 2,5 (37)
რეკორდ. დაბალი °C (°F) -31.7 (-25) -29.5 (-21) -24.8 (-13) -12.2 (10) -5 (23) -0.6 (31) 5 (41) 1.5 (35) -3.3 (26) -11.1 (12) -18.3 (-1) -26.9 (-16)
ნალექი მმ (დუიმი) 74.2 (2.9) 60 (2.4) 78.4 (3.1) 82.2 (3.2) 82.9 (3.3) 86.8 (3.4) 82.2 (3.2) 85.3 (3.4) 97.7 (3.8) 77.6 (3.1) 91.1 (3.6) 88.6 (3.5) 987,1 (38,9)
წყარო: Environment Canada[2] 2009-13-08

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Civilization.ca
  2. Environment Canada—Canadian Climate Normals 1971–2000, accessed 13 August 2009