მზიანი

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
(გადამისამართდა გვერდიდან ფიჩხისჯვარი)

მზიანი (ყოფ. ფიჩხისჯვარი) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ასკანის თემში (სოფლები: ასკანა, დაბალი ეწერი, მზიანი). მდებარეობს მდინარე ყურეფას მარცხნივ, ზღვის დონიდან 160 მ. ასკანიდან 6 კმ., ოზურგეთიდან 20 კმ. მოსახლეობა ძირითადად მისდევს მეთხილეობას, მეცხოველეობასა და მეფრინველეობას, მოქმედებს მზიანის ჩაის ფაბრიკა. სოფელში დაიბადა პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი ვლადიმერ ჟღენტი.

სოფელი
მზიანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ასკანა
კოორდინატები 41°58′45″ ჩ. გ. 42°09′30″ ა. გ. / 41.97917° ჩ. გ. 42.15833° ა. გ. / 41.97917; 42.15833
ადრეული სახელები ფიჩხისჯვარი
ფართობი 6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 160
მოსახლეობა 263[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 43,8 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მზიანი — საქართველო
მზიანი
მზიანი — გურიის მხარე
მზიანი

სოფლის ძველი სახელია ფიჩხისჯვარი. 1922 წლის 26 მაისს ხიდისთავის რაიონის სოფელ ფიჩხისჯვრის ცენტრში გაიმართა მიტინგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. მიტინგი საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.[2] 1929 წელს დაიხურა სოფლის ეკლესია და მსახურება შეწყვიტა მღვდელმა ერმალო ჯაველიძემ.[3]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 263 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 233
2002[5]   394 197 195
2014[1]   263 122 141

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. თალაკვაძე ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013. — გვ. 256, 285, ISBN 978-99940-28-77-1.
  3. იქვე გვ. 558
  4. Кавказский календарь на 1910 год
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II