კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის კომიტეტი შეიქმნა 1957 წლის 17 მარტს. ზონალური კომიტეტის ფუნქციებია: გაატარის რეგიონში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნები, პროპაგანდა გაუწიოს და განავითარის კალათბურთი რეგიონში, ჩაატაროს რეგიონალური ჩემპიონატები და შესარჩევი თამაშები მსოფლიოს ჩემპიონატებისა და ოლიმპიური თამაშებისათვის.

კომიტეტის შტაბ-ბინა მდებარეობს მიუნხენში.

კომიტეტის უმაღლესი ორგანია გენერალური ასამბლეა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ასამბლეებს შორის უმაღლესი მმართველი ორგანოა აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც ყოველწლიურად ორჯერ ატარებს თავის სხდომებს. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს (25 კაცი) ირჩევენ ორი წლის ვადით ასამბლეაზე.

გარდა აღმასრულებელი კომიტეტისა ყოველდღიურ მუშაობას ხელმძღვანელობენ საფინანსო, საშეჯიბრო, ქალთა, იუნიორთა, იურიდიული, ქვეყნების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ტექნიკური და სპეციალური მრჩევლების კომისიები.

სამუშაო ენებია: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური და რუსული.

ამჟამად კომიტეტის პრეზიდენტია გეორგიოს ვასალიკოპულოსი (საბერძნეთი).

ევროპული კომიტეტი ამჟამად აერთიანებს 51 ქვეყანას.

ქვეყნები რედაქტირება

ევროპა
  ავსტრია   აზერბაიჯანი   ალბანეთი   ანდორა   ბელარუსი
  ბელგია   ბოსნია და ჰერცეგოვინა   ბულგარეთი   გერმანია   გიბრალტარი
  დანია   ესპანეთი   ესტონეთი   თურქეთი   ინგლისი
  ირლანდია   ისრაელი   ისლანდია   იტალია   კვიპროსი
  ლატვია   ლიეტუვა   ლუქსემბურგი   ჩრდილოეთი მაკედონია   მალტა
  მოლდოვა   მონაკო   მონტენეგრო   ნორვეგია   პოლონეთი
  პორტუგალია   რუმინეთი   რუსეთი   საბერძნეთი   სან-მარინო
  საფრანგეთი   საქართველო   სერბეთი   სლოვაკეთი   სლოვენია
  სომხეთი   უკრაინა   უნგრეთი   ფარერის კუნძულები   ფინეთი
  შვედეთი   შვეიცარია   ჩეხეთი   შოტლანდია   ხორვატია
  ნიდერლანდები


ფედერაცია თავისი ეგიდით ატარებს:

ადრე პოპულარული იყო საკლუბო ტურნირები:

ამ ორ უკანასკნელს შემდგომ რეორგანიზაცია ჩაუტარდა და გარდაიქმნა ევროთასებად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982
  • МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება