ფერნანდო მაგელანი

(გადამისამართდა გვერდიდან ფერდინანდ მაგელანი)

ფერნანდო მაგელანი, ფერნან მაგალიაინში (პორტ. Fernão de Magalhães, ესპ. Fernando ან Hernando de Magallanes; დ. გაზაფხული 1480, ტრაზ-უჟ-მონტიში, პორტუგალიის სამეფო — გ. 27 აპრილი, 1521, კ. მაქტანი, ფილიპინები) — პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომლის მეთაურობით მოხერხდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანმა თავად მოგზაურობის დასრულება ვერ მოახერხა; სასიკვდილოდ დაიჭრა მაქტანის ბრძოლაში ფილიპინებზე. თუმცა ის გარდაიცვალა მოლუკის კუნძულების დასავლეთით და შესაბამისად ითვლება, რომ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის ყველა განედი გადაჭრა. ევროპიდან აზიაში დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა ექსპედიციამ მისი მეთაურობით პირველმა გადაჭრა წყნარი ოკეანე, რომელიც ნაოსნობის პერიოდში იმდენად მშვიდი იყო, რომ მას წყნარი შეარქვა.

ფერნან მაგალიაინში
მშობლიური სახელი Fernão Magalhães
დაბადების თარიღი 1480
საბროზა, პორტუგალიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 27 აპრილი, 1521
მაქტანის სამეფო
ეროვნება პორტუგალიელი
საქმიანობა მოგზაური
ხელმოწერა

1519 წლის 20 სექტემბერს, ხუთი ხომალდი: „ტრინიდადი“, „სან-ანტონიოსი“, „სანტიაგო“, „კონსეფსიონი“ და „ვიქტორია“ სან-პახულიანოს უბეში შევიდნენ. სამი ხომალდის - „ვიქტორიას“, „კონსეფსიონის“ და „სან-ანტონიოსის“ კაპიტნებს უცნობ მიწაზე დაზამთრების შეეშინდათ და აჯანყდნენ. მაგელანმა „ვიქტორიასა“ და „კონსეფსიონის“ კაპიტნები სიკვდილით დასაჯა, ხოლო „სანტიაგოს“ კაპიტანი და მღვდელი უდაბურ ნაპირზე გადასვა. გემი „სანტიაგო“ კლდეზე დაიმსხვრა, ერთი ხომალდი კი უკან გამოეპარა.

1520 წელს მეზღვაურებმა აღმოაჩინეს წყნარ ოკეანში გასასვლელი ვიწრო და დაკლაკნილი სრუტე, რომელსაც შემდგომში მაგელანის სრუტე ეწოდა. ექსპედიციამ შემოუარა სამხრეთ ამერიკას და გავიდა „უცნობ დიდ ზღვაში“, რომელსაც წყნარი ოკეანე უწოდეს. 1521 წელს ექსპედიციამ მარიანას და ფილიპინის კუნძულებს მიაღწია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაპირებთან მდებარე კუნძულ მაკ-ტანთან ფერნანდო მაგელანი შინა ომში ჩაება და დაიღუპა. ექსპედიციის 250 წევრიდან მხოლოდ 18-მა მოახერხა ესპანეთში დაბრუნება და შესაბამისად დედამიწის ირგვლივ შემოვლა. მათ მეთაურობდა ბასკი ხუან სებასტიან ელ-კანო, რომელმაც ექსპედიციის წინამძღოლობა მაგელანის სიკვდილის შემდეგ ითავა. ამ მოგზაურობით დადგინდა დედამიწის სფერულობა, ერთიანი მსოფლიო ოკეანის არსებობა და ისიც, რომ დედამიწაზე ოკეანეებს უფრო მეტი ფართობი უკავიათ, ვიდრე ხმელეთს.

მაგელანის მოგზაურობა, მოგზაურობა დაიწყო ხუთი გემით და ვიქტორია იყო ერთადერთი რომელმაც შეძლო მაგელანის გარდაცვალბიდან 16 თვის შემდეგ უკან დაბრუნება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება