ტრაზ-უჟ-მონტიში და ალტუ-დორუ

პორტუგალიის ყოფილი პროვინცია

ტრაზ-უჟ-მონტიში და ალტუ-დორუ (პორტ. Trás-os-Montes e Alto Douro) — პორტუგალიის ისტორიული პროვინცია. არსებობდა 1936-1976 წლებში. დედაქალაქი იყო ვილა-რეალი. 1970 წელს მისი ფართობი იყო 10 ათ. კმ², ხოლო მოსახლეობა 600 ათასი კაცი. მოიცავდა დღევანდელ 31 მუნიციპალიტეტს. პროვინციის მეღვინეობის რეგიონი ალტუ-დორუ შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ტრაზ-უჟ-მონტიში და ალტუ-დორუ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება