ფენაკიტი (ბერძნ. phenax, ნათ. ბრ. phenakos – მატყუარა) — სილიკატების კლასის მინერალი. ქიმიური შედგენილობა Be2[SiO4]. კრისტალდება ტრიგონურ სინგონიაში. გვხვდება წვრილ-წვრილი კრისტალების სახით. აქვს მინისებრი ელვარება, გამჭვირვალეა. უფერული, ყვითელი, ვარდისფერი, თეთრი ან ნაცრისფერია. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 7,5 – 8,0; სიმკვრივე 2940-3000 კგ/მ³.

ფენაკიტი
საერთო
ქიმიური ფორმულაBe2[SiO4]
იდენტიფიკაცია
ფერიუფერული, ყვითელი, ვარდისფერი, თეთრი ან ნაცრისფერია
კრისტალის სინგონიატრიგონური
სიმაგრე მოოსის სკალით7,5 - 8,0
სიმკვრივე2940-3000 კგ/მ³ კგ/მ³

წარმოიქმნება მეტამორფულ ქანებში, აგრეთვე გრანიტულ პეგმატიტებში. ბერილიუმის ერთ-ერთი მადანია. იშვიათი მინერალია. ფენაკიტის დიდი ზომის გამჭვირვალე კრისტალები II კლასის ძვირფასი ქვებია.

პირველად ფენაკიტი XIX საუკუნეში მოიპოვეს ურალზე. დეტალურად ფენაკიტი აღწერილ იქნა 1833 წელს ნორდენშელდის მიერ. შემდგომ წლებში მინერალის ადგილმდებარეობა გამოავლინეს ნორვეგიაში, ბრაზილიასა და აფრიკაში (ნამიბია, ზიმბაბვე).

ფენაკიტის ყველაზე მსხვილი ადგილმდებარეობა გამოვლინებულია რუსეთში (ურალი), იტალიაში, ავსტრიაში, მადაგასკარზე, ბრაზილიაში (მინას-ჟერაისი), აშშ-ში (კალიფორნია) და სხვა.

გამჭვირვალე კრისტალებს იყენებენ საიუველირო საქმიანობაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 249.
  • Минералы. Справочник, т. 3, в. 1, М., 1972;
  • Бериллиевые минералы перспективных типов месторождений, М., 1973.