ფარცხანაყანევი
ფარცხანაყანევი — სოფელი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესია.
სოფელი | |
---|---|
ფარცხანაყანევი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°12′32″ ჩ. გ. 42°33′02″ ა. გ. / 42.20889° ჩ. გ. 42.55056° ა. გ. |
დაარსდა | ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეული |
პირველი ხსენება | XIII საუკუნე |
ადრეული სახელები | ფარსმანაყანევი |
ცენტრის სიმაღლე | 70 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 5090[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფიარედაქტირება
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 70 მეტრი, წყალტუბოდან 15 კილომეტრი. სოფელში გადის რკინიგზის ხაშური-სამტრედიის მონაკვეთი და სამტრედია-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალი. სოფელში მოიპოვება თიხა.
ისტორიარედაქტირება
წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში ფარსმანაყანევის სახელწოდებით. სოფლის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები ადასტურებენ, რომ იგი უძველესი დროიდანაა დასახლებული. სოფელში მდებარეობს ძველი წელთაღრიხვის I ათასწლეულით დათარიღებული ფარცხანაყანევის სამაროვანი და აღმოჩენილია განძი. ძვ.წ. VI-II საუკუნეებში აქ კოლხებს ჰქონდათ დიდი ციხე–ქალაქი ფარსმანევი, რომელიც ძვ.წ. 64 წელს რომაელებმა აიღეს და დაანგრიეს. მისი ამჟამინდელი სახელიც ამ უძველესი სახელწოდებიდან მომდინარეობს. 1926 წლისთვის მისი მოსახლეობა შეადგენდა 5600 ადამიანს, ხოლო ფართობი 45,7 კმ²-ს.[2]
დემოგრაფიარედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1926 | 5600 |
2002 | 5729 |
2014 | 5090 |
ცნობილი ადამიანებირედაქტირება
სოფელში დაიბადა აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე. აქვე მდებარეობს მისი სახლ-მუზეუმი.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 235.
სქოლიორედაქტირება
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი