ფარცხანაყანევის სამაროვანი

ფარცხანაყანევის სამაროვანიელინისტური ხანის სამაროვანი ქუთაისის სამხრეთ-დასავლეთით 14 კმ-ზე. 1937 წელს მიხეილ ივაშჩეკომ გათხარა ძვ. წ. III საუკუნის 14 ქვევრსამარხი, რომლებიც 3 ჯგუფად იყო განლაგებული. ქვევრსამარხები ჩაფლული იყო ორმოში (1,5×1 მ) და უმეტესად ყელი სამხრეთით ჰქონდა. დასაკრძალავი ქვევრები (სიმაღლე დაახლოებით 1 , დიამეტრი 1 მ) სიგრძივ ღერძზე 2 ნაწილად იყო გახერხილი, ერთ-ერთს სახურავად იყენებდნენ. ქვედა ნაწილს 1-3 ნახვრეტი უკეთდებოდა წვიმის წყლის დასაწრეტად, დასამაგრებლად ქვები ჰქონდა შემოწყობილი. ყელი დაცული იყო დიდი რიყის ქვით და ზევიდან მოზრდილი ჭურჭლის (ამფორის ან სახვა) ძირის ნაწილი ეხურა. მიცვალებული ალბათ გვერდზე იწვა, ხელფეხმოკეცილი (ძვლები ცუდადაა დაცული). ჩატანებული ჰქონდათ კოლხური ტიპის ხელადები, კოჭბები და ქუსლიანი ჯამები, ბრინჯაოს რკალშეზნექილი სამაჯურები, ფარაკიანი ბეჭდები, ცილინდრული ზარაკები, ბრინჯაოს და ვერცხლის რგოლ-საყურეები, ვერცხლის მონეტები (კოლხური თეთრი), მინისა და პასტის სხვადასხვა ტიპის მძივები.

ადგილ რუხის ტყეში გათხარეს (ა. კალანდაძე) რამდენიმე ქვევრსამარხი, ერთიც შემთხვევით აღმოჩნდა, რომელიც საინტერესო არქეოლოგიურ მასალას შეიცავს.

1929 წელს სოფელ ფარცხანაყანევში აღმოჩნდა ბრინჯაოს კოლხური ცული და 4 სეგმენტისებული იარაღი, რომელსაც განძისეულად თვლიან (დ. ქორიძე).

ლიტერატურარედაქტირება

  • თოლორდაცა ვ., დაკტძალვის წესები ელინისტური ხანის საქართველოში, თბ., 1980;
  • Иващенко М. М., Кувшинный могильник в Западной Грузии, «Советская археология», 1950, № 13